ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
„მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები, რომლებზეც შევთანხმდით. ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, მთავარი გზავნილია, გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები პროცესსა და პოლიტიკაში, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, გაწევრიანება არამხოლოდ თავად ქვეყნებისთვის არის უზარმაზარი სარგებლის მომტანი, ეს ევროკავშირისთვისაც სასარგებლოა.