შვედეთი უკრაინას დამატებით, $200 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

შვედეთი უკრაინას 2,2 მილიარდი შვედური კრონის (199,8 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის, განაცხადა შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 ოქტომბერს.

სამინისტრომ ასევე სთხოვა თავის შეიარაღებულ ძალებს, შეაფასონ, შეუძლია თუ არა შვედეთს Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინაში. უკრაინელმა პილოტებმა საცდელი ფრენები უკვე შეასრულეს.

შვედეთმა უკრაინისთვის სულ 14 პაკეტი დაამტკიცა.