აშშ და ევროკავშირი სომხეთის მხარდასაჭერად ერთობლივ აქტივობას გეგმავენ

ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი და აშშ სომხეთის მხარდასაჭერად ერთობლივ აქტივობას გეგმავენ. შესაბამისი შინაარსის ჩანაწერი გაჩნდა განცხადებაში, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ერთობლივი განცხადება მიიღეს.

განცხადებაში ხაზგასმულია მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობაზე.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია დაფინანსების მობილიზებას ახდენს, რათა თავისი წლიური პროგრამიდან, სომხეთისთვის საბიუჯეტო დახმარების სახით, 15 მილიონი ევრო გამოყოს


გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. განცხადების ავტორები ადასტურებენ, რომ მზად არიან, კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ ერთობლივი ღონისძიების მზადების შესახებ განაცხადა. „უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


„ევროკავშირი და სომხეთი მუშაობენ ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალის გამოსავლენად. კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა (EIP) სომხეთისთვის ითვალისწინებს 2,6 მილიარდ ევროს გამოყენებას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში ინვესტიციებისთვის. კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად. 

და ბოლოს, კომისია გააძლიერებს ტექნიკურ დახმარებას სომხეთისთვის, განსაკუთრებით საჰაერო უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში,“ - წერია განცხადებაში.