მამუკა მდინარაძის თქმით, კობახიძემ „იხუმრა", როდესაც განაცხადა, რომ კანონი პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევა ძალაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, ხუმრობა უწოდა.

„რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე, ერთი ანალოგიური განცხადება, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული, და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს.

ასეთი მარტივი მხილება, პირადად მე შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი განსწავლულობა, კვალიფიკაციაც, აღქმაც ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია. რომ ნახეს, რომ გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირვინენ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდნენ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.