ხარკოვის ოლქზე თავდასხმის გამო, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი, დიმიტრი ლუბინსკი ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზაზე სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელსაც 52 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ომის დანაშაულია,“ - აცხადებენ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სამოქალაქო ობიექტებზე ამ სასტიკი თავდასხმით რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრია თავის პარტნიორებთან ერთად იმუშავებს უკრაინაში ომის დანაშაულებებში პასუხისმგებელი პირების დასჯაზე.


5 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზას კაფე-მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, როდესაც იქ ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა. სარაკეტო დარტყმას 52 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი, დაკარგულად ითვლება.