აშშ უკრაინისთვის $200 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს – Reuters

აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისი ცნობით, პენტაგონი აგრძელებს მრავალმილიარდიანი სააღრიცხვო შეცდომის გამო აღმოჩენილი სახსრების გამოყენებას. შესაბამისად, ხსენებული პაკეტი კონგრესს ავტორიზებული აქვს. ამ თანხების ნაწილი უკვე გამოყენებულია. სააგენტო წერს, რომ სააღრიცხვო შეცდომამ კიევის სასარგებლოდ იმუშავა, რადგან ახალ მეტი აღჭურვილობის გაგზავნა შესაძლებელია. აშშ-მ 6,2 მილიარდი დოლარის დაფინანსების ეტაპობრივად გამოყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონმა სააღრიცხვო შეცდომა დააფიქსირა.



პენტაგონის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ივნისში განაცხადა, რომ სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შედეგად, მიმდინარე ფისკალურ წელს დაფიქსირებული შეცდომის დროს, 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო.