აშშ იმუშავებს იმისთვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს იმისთვის, რომ ისრაელს "ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად." ამის შესახებ ოსტინმა ისრაელზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა.

„ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ერთგულება ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი, ურყევია. ვუსამძიმრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს. უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმისათვის, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას საკუთარი თავდაცვისთვის, განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად სჭირდება,“ - ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.