უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს. ზელენსკის თქმით, ტერორიზმი არის დანაშაული არამხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, კაცობრიობისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.
„ისრაელიდან საშინელი ცნობებია. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა ტერორისტული შეტევების შედეგად. ჩვენ გვჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან. ტერორიზმი არის დანაშაული არამხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, კაცობრიობისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. სამყარო უნდა იყოს ერთიანი და სოლიდარული, რათა ტერორმა ვერასოდეს სცადოს სადმე სიცოცხლის მოსპობა.
ისრაელის თავდაცვის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. აუცილებელია დღევანდელი ტერორისტული შეტევების ყველა გარემოების დადგენა, რათა მსოფლიომ გაიგოს და მართლმსაჯულების წინაშე დადგეს ყველა, ვინც თავდასხმების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
-
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
-
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა
-
ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა