თურქეთი მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, განაცხადა შაბათს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას შემდეგ, რაც ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა მოაწყო.
„ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში დღეს დილით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და თავი შეიკავონ იმპულსური ნაბიჯებისგან, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს,“ - განაცხადა ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიის მე-4 რიგგარეშე ყრილობაზე, დედაქალაქ ანკარაში.
ერდოღანის თქმით, თურქეთი ცდილობს, გადაჭრას თავისი პრობლემები რეგიონის ყველა ქვეყანასთან დიპლომატიური და დიალოგის გზით.
„რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება ჩვენი პრიორიტეტია. ამის მიღწევის გზა სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა," - განაცხადა ერდოღანმა.
-
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
-
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა
-
ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა