ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „ჰამასს“ ძალზე ძვირად დაუჯდება ისრაელზე თავდასხმა. ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის „მთელ ძალას“ „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად გამოიყენებს.
ნეთანიაჰუ აფრთხილებს „ჰამასს,“ რომ ისრაელი მას პასუხისმგებლობას დააკისრებს მძევლებზე, რომლებიც აიყვანა.
„ისრაელი შურს იძიებს ყველაზე, ვინც ზიანს მიაყენებს.“
„ჩვენ სამიზნე იქნება „ჰამასი“ ყველგან, სადაც ის მოქმედებს. ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელი დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასმა“ დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე იყვნენ ახალგაზრდები და მოხუცები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები.
„ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი, ყველას მოკვლა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა „ღაზის მცხოვრებლებს“, დატოვონ ტერიტორია.
„ახლავე წადით, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან მთელი ძალით,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უპირობო მხარდაჭერისთვის.