ბლინკენმა მაჰმუდ აბასს მოუწოდა, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის პრეზიდენტს მოუწოდა, გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დასამშვიდებლად. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. ბლინკენი აბასს ტელეფონით ესაუბრა ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების შესახებ.

„მე მოვუწოდე, რომ რეგიონის ყველა ლიდერმა უნდა დაგმოს ეს საშინელი ტერორისტული აქტები,“ - წერს ბლინკენი.


ისრაელზე „ჰამასის“ იერიშის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი, საავადმყოფოებში მკურნალობს. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ წლების განმავლობაში ესხმოდა თავს ისრაელს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბურია. ღია წყაროების მიხედვით, ტერორისტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. აიყვანეს მძევლები და სამხედრო ტყვეები. ქვეყნის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ განადგურებით ემუქრება.