ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ მისმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს კომპლექსს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეკუთვნოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.