ავღანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 2053-მდე გაიზარდა

ავღანეთში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

9000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა.

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.