როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი

კრემლის მიზანია, გამოიყენოს „ჰამასის“ შეტევა ისრაელზე, რათა უკრაინისგან დასავლეთის მხარდაჭერა და ყურადღება გადაიტანოს, იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) თავის ყოველდღიურ შეფასებაში.

„ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა გაავრცელა გზავნილები, რომლითაც, დასავლეთის ქვეყნებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების უგულვებელყოფასა და უკრაინის დახმარებაზე კონცეტრირებაში ადანაშაულებს.


სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ამტკიცებდა, რომ აშშ და დასავლელი მოკავშირეები ფოკუსირებულნი უნდა ყოფილიყვნენ „პალესტინა-ისრაელის დასახლებაზე" და არა უკრაინას სამხედრო დახმარებაზე.


ამ საინფორმაციო ოპერაციების ფარგლებში, პრორუსი სამხედრო ბლოგერები ასევე დიდწილად ყურადღებას ამახვილებდნენ ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმებზე და აქტიურად უწყობდნენ ხელს კრემლის ნარატივებს. ISW-ის თანახმად, რუსული ნარატივები „ჰამასის“ თავდასხმების ირგვლივ დასავლურ აუდიტორიაზე ზემოქმედებისკენ არის მიმართული.

მათი მიზნები მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და უკრაინის საზოგადოების დემორალიზების მცდელობას იმის მტკიცებით, რომ უკრაინა დაკარგავს მხარდაჭერას დასავლელი მოკავშირეებისგან.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.