პოლონეთი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ისრაელში თვითმფრინავებს გზავნის

  • პოლონეთის არმია ისრაელიდან პოლონელების ევაკუაციისთვის ემზადება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ისრაელში გაგზავნის საჰაერო ძალების კუთვნილ C-130 Hercules-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რათა ქვეყნიდან საკუთრი მოქალაქეები გამოიყვანოს. მოგვიანებით მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საბერძნეთთანაც მიმდინარეობს „საევაკუაციო ხიდის შექმნის შესახებ.“

„საჭიროების შემთხვევაში, C-130 Hercules-ს შეუძლი,ა პოლონელი ტურისტები ისრაელიდან საბერძნეთში წაიყვანოს, ხოლო CASA-ს თვითმფრინავები საბერძნეთიდან პოლონეთში ჩამოვიდნენ,” - განაცხადა ბლაშჩაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელიდან პოლონეთში დაბრუნებას 200-მდე პოლონელი ტურისტი ელოდება, მათ შორის, ბავშვებიც არიან.


თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროცესის უსაფრთხოდ წარმართვას პოლონელი ჯარისკაცები უზრუნველყოფენ.

„ჩვენი ჯარისკაცები უზრუნველყოფენ ბორტზე ასვლის პროცესის დაცვას და უსაფრთხოებას. ჩვენ ვმუშაობთ ისე, რომ ყველა ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ დაბრუნდეს სახლში," - განაცხადა თვის მხრივ, ანდჯეი დუდამ.


ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.