თეგი: ღაზა

პოლონეთი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ისრაელში თვითმფრინავებს გზავნის

პოლონეთის არმია ისრაელიდან პოლონელების ევაკუაციისთვის ემზადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ისრაელში გაგზავნის საჰაერო ძალების კუთვნილ C-130 Hercules-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავებს, რათა ქვეყნიდან საკუთრი მოქალაქეები გამოიყვანოს. მოგვიანებით მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საბერძნეთთანაც მიმდინარეობს „საევაკუაციო ხიდის შექმნის შესახებ.“ „საჭიროების შემთხვევაში, C-130 Hercules-ს შეუძლი,ა პოლონელი ტურისტები ისრაელიდან საბერძნეთში წაიყვანოს, ხოლო CASA-ს თვითმფრინავები საბერძნეთიდან პოლონეთში ჩამოვიდნენ,” - განაცხადა ბლაშჩაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელიდან პოლონეთში დაბრუნებას 200-მდე პოლონელი ტურისტი ელოდება, მათ შორის, ბავშვებიც არიან. თავის მხრივ, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროცესის უსაფრთხოდ წარმართვას პოლონელი ჯარისკაცები უზრუნველყოფენ. „ჩვენი ჯარისკაცები უზრუნველყოფენ ბორტზე ასვლის პროცესის დაცვას და უსაფრთხოებას. ჩვენ ვმუშაობთ ისე, რომ ყველა ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ დაბრუნდეს სახლში," - განაცხადა თვის მხრივ, ანდჯეი დუდამ. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.  

ევროკავშირი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირებას არ ემხრობა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელის მთავრობა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. საკითხი ეხება „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიერ ღაზისთვის ტოტალური ბლოკადის დაწესებას.  ამასთან, ბორელის ცნობით, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას, შემოწმდეს როგორ იხარჯება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერას არანაირი კავშირი არ აქვს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობასთან. 10 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ გმობენ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს - მოითხოვენ მძევლების გათავისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა გადაუკეტონ წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება. ბორელის განცხადებით, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს ბორელის თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან დახმარების შეწყვეტა იქნება დიდი შეცდომა და საჩუქარი ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული „ჰამასისთვის". მისივე თქმით, პალესტინელი, ტერორისტი არ არის და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო კოლექტიური დასჯა უსამართლო და კონტრპროდუქტიული იქნება. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ღაზის სექტორში ერთადერთმა ელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა

ღაზის სექტორში ერთადერთმა ელექტროსადგურმა საწვავის ნაკლებობის გამო მუშაობა შეწყვიტა.  ღაზა ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა. ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ჯერჯერობით დიზელის გენერატორებია, მაგრამ როგორც CNN წერს, ღაზაში შიშობენ, რომ საზღვრის ყველა მხრიდან ბლოკადის გამო გენერატორების მუშაობისთვის საჭირო საწვავიც ამოიწურება. გაეროს მიაჩნია, რომ ამან შესაძლოა, რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში, სულ მცირე, 1200 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 2400 დაშავდა. ისრაელის მთავარმა რაბინმა დაუშვა დაღუპულთა ცხედრების ამოცნობის სამუშაოების გაგრძელება, მათ შორის შაბათსაც. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 950 ადამიანი და დაიჭრა 5000. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

რატომ განაცხადა უარი ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან უსაფრთხო დერეფნის შექმნაზე

დასავლური მედიის ცნობოთ, ეგვიპტე ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შესაძლებელი გახდეს ღაზის სექტორისთვის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე უარს აცხადებს. Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტე დიდი ხანია, ზღუდავს ღაზიდან ნაკადის შეშვებას თავის ტერიტორიაზე, თუნდაც ყველაზე სასტიკი კონფლიქტების დროსაც. ეგვიპტის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ანკლავიდან პალესტინელების გამოსვლას სერიოზული შედეგები მოჰყვება. თავის მხრივ, ეგვიპტის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის შეტევა ანკლავის დაცლის სქემის ნაწილია. კაირო, რომელიც აქტიური შუამავალია ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ყოველთვის დაჟინებით ითხოვს, რომ მხარეებმა კონფლიქტები თავიანთ საზღვრებში მოაგვარონ. ეგვიპტის შეფასებით, ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც პალესტინელებს შეუძლიათ, უზრუნველყონ თავიანთი სახელმწიფოებრიობის უფლება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს. „ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“, - განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. 11 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ "ღაზას უნდა მიეწოდოს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების - საწვავის, საკვებისა და წყლის მარაგები“. „როიტერის“ წყაროების თანახმად, ჰუმანიტარული დერეფნის იდეა "გეოგრაფიულად შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში" განიხილეს ეგვიპტის, შეერთებული შტატების, კატარისა და თურქეთის მოლაპარაკებებზე. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ დახმარების მიწოდებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დახმარება ჰქონდა მხედველობაში. გაეროს მონაცემებით, 12 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, თითქმის 339 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა სახლები – მათი უმეტესობა თავს სკოლებს აფარებს. ღაზის სექტორში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.   

ჩინეთის საგარეო მინისტრი: ღაზაში ისრაელის ქმედებები თავდაცვის ფარგლებს სცდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში თავდაცვის ფარგლებს სცდება და „ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ღაზის ხალხის კოლექტიური დასჯა.“ ვან ის თქმით, მხარეები რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. „არცერთმა მხარემ არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს და რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან,“ - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდის არაბეთის საგარეო მინისტრთან, პრინც ფაისალ ბინ ფარან ალ-საუდთან საუბრისას. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელის თავდაცვის ძალები: ძირითადი სამხედრო ოპერაციები ღაზაში მაშინ დაიწყება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას დატოვებენ

ისრაელი ღაზაში ძირითად სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაინახავს, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა CNN-ს განუცხადა. „ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის, რომ ჩვენ დავიწყებთ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავინახავთ, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ტერიტორია დატოვა ,“ - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, ისრაელმა ღაზის მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილა, რომ სამხრეთ ნაწილში გადასულიყო. „ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან სულგრძელობა გამოვიჩინეთ დროსთან დაკავშირებით. ჩვენ გავეცით დიდი გაფრთხილება, 25 საათზე მეტი ხნის წინ. დროა, ღაზის მცხოვრებლები წავიდნენ. აიღეთ თქვენი ნივთები, წადით სამხრეთში. გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე და ნუ გაებმებით ხაფანგში, რომელსაც „ჰამასი“ გიგებთ“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა. სპიკერის თქმით, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ისრაელის ასობით ათასი სარეზერვო ქვედანაყოფით, რომლებიც სხვადასხვა მისიებისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის არმია ღაზის სექტორზე თავდასხმას სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით გეგმავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ისრაელის თავდაცვის ძალების ბატალიონები და ჯარისკაცები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებული და მზად არიან ომის შემდეგი ეტაპისთვის გაზარდონ მზადყოფნა, მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე აქცენტით,” - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანი გააფრთხილეს, რომ ისრაელის პოტენციური სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სახლები დაეტოვებინათ. „ღაზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანია. ახლა მთელ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ გადავიდნენ ზოლის სამხრეთ ნაწილში, რასაც გაერო შეუძლებლად მიიჩნევს,“ - წერს CNN. გაეროს მსგავსად, 24-საათიან ევაკუაციას შეუძლებლად მიიჩნევს Amnesty International-იც. უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისრაელის ბრძანება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს." ისრაელის ელჩმა გაერო მწვავედ გააკრიტიკა „ეს ბრძანება „შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად ჩაითვალოს,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში. გაეროში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი შემცირდეს.  

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღდგენილია

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ღაზის სექტორის სამხრეთისთვის წყლის მიწოდების აღდგენის შესახებ. კაცის თქმით, ამის თაობაზე შეთანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემირ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.   ამასთან, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მას აცნობეს, რომ სამხრეთ ღაზაში წყლის მილები ჩართულია. 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, გადაიკეტა მთელი ტერიტორიის საზღვრები და შეწყდა ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის მიწოდება. სამი დღის წინ ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორს არ ექნება ელექტროენერგია, წყალი და საწვავი, სანამ „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს მძევლებს. გაეროს ექსპერტებმა ისრაელის მხრიდან დაბომბვა დაგმეს, როგორც „კოლექტიური სასჯელი", რომელიც "ომის დანაშაულს" წარმოადგენს.

Reuters: ისრაელი სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა

Reuters-ი ავრცელებს ინფორმაიას, რომ ეგვიპტე, ისრაელი და აშშ სამხრეთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილებას ემთხვევა, განაცხადა ორშაბათს ეგვიპტის უსაფრთხოების ორმა წყარომ. წყაროების თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე საათს გაგრძელდება, მაგრამ ზუსტი ხანგრძლივობის შესახებ უცნობია.  ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა, იმისთვის, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს. რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მცირე დროით გაიხსნება, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, ღაზას სექტორში კი, დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.  

ისრაელის ელჩი: ისრაელი ღაზის ოკუპაციით დაინტერესებული არ არის - ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა

ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის, მაგრამ გააკეთებს რაც საჭიროა, „ჰამასის“ გასანადგურებლად, - ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა CNN-ს განუცხადა. „ჩვენს ინტერესებში ღაზას ოკუპაცია ან ღაზაში დარჩენის ინტერესი არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და ერთადერთი გზა, როგორც თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა განსაზღვრა არის „ჰამასის“ განადგურება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გავანადგუროთ მათი შესაძლებლობები,“ - განაცხადა ისრაელის ელჩმა. დიპლომატმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. გილად ერდანი ჯო ბაიდენის ამ განცხადებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების აღმოფხვრაა. „გმადლობთ პრეზიდენტო ბაიდენ, რომ აღიარეთ ის, რასაც ისრაელი ამბობს ბარბაროსული „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ: ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა,“ - დაწერა ელჩმა.  

იერუსალიმში რომის პაპის წარმომადგენელი მზადაა, ღაზის სექტორში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს

რომის პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელმა იერუსალიმში, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა მზადაა, ღაზის სექტორში ჰამასის მიერ მძევლად მყოფ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს. „მზად ვარ გაცვლისთვის. ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ, თუ ამან შეიძლება, ბავშვები სახლში დააბრუნოს. ჩემი მხრიდან სრული მზადყოფნა იქნება," - განაცხადა კარდინალმა Reuters-ის ცნობით. ის მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ტყვეების გათავისუფლებაა, სხვა შემთხვევაში კი, კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია. კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა რომის კათოლიკურ ეკლესიას წარმოადგენს ისრაელში, პალესტინურ ტერიტორიაზე, იორდანიასა და კვიპროსში,  რეგიონში, სადაც დაახლოებით, 300,000 კათოლიკე ცხოვრობს.  

ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ეგვიპტის გავლით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტირანაში, ბალკანეთის სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღაზის სექტორის მიმართულებით, ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. ლაიენის თქმით, ევროკავშირი ეგვიპტის გავლით ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარულ საჰაერო დერეფანს გახსნის. პირველი რეისები მიმდინარე კვირიდან არის მოსალოდნელი. „პალესტინელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ… ჩვენ ვხსნით ევროკავშირის ჰუმანიტარულ საჰაერო ხიდს ღაზას მიმართულებით ეგვიპტის გავლით. პირველი ორი რეისი მიმდინარე კვირაში შედგება,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას, ევროკავშირი გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას 75 მილიონ ევრომდე (79 მილიონი აშშ დოლარი) ღაზის სექტორში გაჭირვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ევროკავშირის განმარტებით, „დაფინანსება გადანაწილდება ევროკავშირის მიერ შერჩეული ჰუმანიტარული პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც ადგილზე მოქმედებენ, შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.“  

ნეთანიაჰუ: საავადმყოფოს ღაზის ბარბაროსმა ტერორისტებმა დაარტყეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტებს დააკისრა. „მთელმა მსოფლიომ იცოდეს: ღაზის ბარბაროსმა ტერორისტებმა დაარტყეს ღაზის საავადმყოფოს, არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა. ისინი, ვინც დაუნდობლად ხოცავენ ჩვენს შვილებს, საკუთარ ბავშვებსაც კლავენ,“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ აბასმა ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა – მედია 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ აბასმა ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა – მედია

ღაზის სექტორში, საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. აბასი იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ეგვიპტის პრეზიდენტ, აბდელ ფატაჰ ელ-სისისაც უნდა შეხვედროდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ საერთაშორისო მედიის ცნობით, მომხდარს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ჰოსპიტლის დაბომბვისას, ასობით ადამიანი დაიღუპა  

მსოფლიო ლიდერები გმობენ ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზაში, საავადმყოფოზე თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარს ვერაფერი გაამართლებს, ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას. მაკრონის შეფასებით, თავდასხმის გარემოებები უნდა გაირკვეს. „საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის მსხვერპლიც უამრავი პალესტინელი გახდა. გარემოებებს ნათელი უნდა მოეფინოს,“ - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობას არ შეესაბამება. „მივიღეთ ეს ინფორმაცია, როდესაც ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე ვიყავით შეკრებილი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას,“ - აღნიშნა მიშელმა. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში საავადმყოფოზე თავდასხმას მკაცრად გმობს. „შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმაში, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა, რასაც მკაცრად ვგმობ. ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს,“ - აცხადებს გუტერეში. „აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ ღაზაში, ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებისა და შედეგად, საშინელი მსხვერპლით„ - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაიდენის თქმით, მომხდართან დაკავშირებით იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ინფორმაციის შეგროვება დაავალა იმის შესახებ, თუ რა მოხდა. „შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას კონფლიქტის დროს და ჩვენ ვგლოვობთ პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და ამ ტრაგედიაში დაღუპული ან დაშავებული სხვა უდანაშაულო ადამიანების გამო,“ - აცხადებს ბაიდენი. შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სამხრეთ-დასავლეთ ღაზაში ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთ ღაზის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება. ჰუმანიტარულ ზონაში საერთაშორისო დახმარების მიწოდება იქნება უზრუნველყოფილი. ხსენებული გადაწყვეტილება ეგვიპტესთან და აშშ-სთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. IDF აცხადებს, რომ პალესტინელები უნდა გადავიდნენ ჰუმანიტარულ ზონაში ალ-მავასის რაიონში, ხან იუნისთან ახლოს, ალ-მავასის ტერიტორიაზე, სადაც "საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებისამებრ". გამოაქვეყნეს ჰუმანიტარული ზონის ზუსტი რუკაც.  თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მოქალაქეებს ისევ მოუწოდეს, რომ ევაკუაცია განახორციელონ სამხრეთით, რადგან ტერიტორიაზე შეტევა იგეგმება. შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, „„ისლამური ჯიჰადი“ პასუხისმგებელია წარუმატებლად გასროლილი რაკეტის გამო, რომელიც ღაზაში მდებარე ჰოსპიტალს მოხვდა.“ „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ევროპული დაზვერვის წყარო AFP-ს: ღაზის საავადმყოფოს სიახლოვეს აფეთქებისას მაქსიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა

17 ოქტომბერს ღაზის სექტორის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 470 ადამიანი დაიღუპა ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად, რაც დამოუკიდებელი წყაროებით არ დადასტურებულა. თუმცა როდესაც შენობის სატელიტური სურათები გამოქვეყნდა, ევროპული დაზვერვის წყარომ მედიას განუცხადა, რომ რომ აფეთქება საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა და დაიღუპა მაქსიმუმ 50 ადამიანი. ევროპული დაზვერვის წყარომ AFP-სთან განაცხადა, რომ სამშაბათს ღაზაში მომხდარი აფეთქების შედეგად, მაქსიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა „ჰამასის„ განცხადება, რომ აფეთქებას 500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორში ამბობდნენ, რომ სულ მცირე 471 ადამიანი დაიღუპა. პარალელურად, CNN ციტირებს აშშ-ის შეფასებას, რომ აფეთქების შედეგად, 100-300 ადამიანი დაიღუპა. AFP-ის კორესპონდენტებმა შემთხვევის ადგილზე ათობით ცხედარი ნახეს. Maxar-ის სატელიტური მონიტორინგის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, რომ საავადმყოფოს შენობები ძირითადად ხელუხლებელი იყო.