ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკთან.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ლიდერებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა ისრაელისადმი, დაიცვას საკუთარი თავი "რამდენადაც საჭიროა".


ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.