თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

„სოლიდარობა ისრაელს! - ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ ისრაელს!“- აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს.


ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.