რუსეთი უზბეკეთში გაზის მიწოდებას ყაზახეთის გავლით იწყებს

შაბათს, 7 ოქტომბერს, რუსეთმა უზბეკეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ყაზახეთის გავლით დაიწყო, რაც მოსკოვში და სხვაგან ცერემონიებით აღინიშნა - მას სამი ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ფაქტი სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა.

რუსულ გაზპრომთან (GAZP.MM) ორწლიანი ხელშეკრულების თანახმად, უზბეკეთი ყოველდღიურად, 9 მილიონი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს განახორციელებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზბეკეთი, რომელიც თავად მწარმოებელი და ექსპორტიორია, რუსეთიდან გაზის იმპორტს ახორციელებს.

დღიური მოცულობა წელიწადში დაახლოებით 2,8 მილიარდ კუბურ მეტრს შეესაბამება, რადგან გაზის იმპორტი ცივ სეზონზე დეფიციტის დაფარვას მოხმარდება.


„რუსეთი ადასტურებს თავის, როგორც გაზის სანდო მიმწოდებლის სტატუსს და ღიაა თანამშრომლობისთვის ამ სფეროში,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიაზე.

თავის მიმართვაში ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ისტორიული მოვლენა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების სრულიად ახალ თავს ასახავს. ასევე, ყაზახეთის, რუსეთისა და უზბეკეთის ენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიულ თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანს.“


თავის მხრივ, მირზიოევმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ უზბეკეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსული გაზის იმპორტს და ეს პროექტი არის გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „ლურჯი საწვავის“ გარანტირებული წყაროების დივერსიფიკაციის, სეზონური არათანაბარი მოხმარების დასაფარად.

რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები დასავლეთის სანქციების გამო შემცირდა. სანქციები მოიცავს ფასების ლიმიტსა და ემბარგოს ნავთობის ექსპორტზე საზღვაო. დასავლეთის ეს ნაბიჯები, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ევროპისკენ მიმავალი გაზსადენების Nord Stream-ის დახურვას, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში ააფეთქეს.

რუსული გაზის ექსპორტი 2022 წელს 21,5 პროცენტით შემცირდა, რადგან ევროკავშირმა, ერთ დროს რუსული გაზის უმსხვილესმა მყიდველმა იმპორტი მკვეთრად შეამცირა.

 მომზადებულია Reuters-ის მიხედვით