თეგი: ყირგიზეთი

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა 28 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის გაფორმებას წინ უძღოდა ქვეყნების უსაფრთხოების ძალებს შორის საზღვართან შეტაკებები, რომლებსაც სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. ოფიციალური ცნობით, მათ შორის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი და ოთხი სამოქალაქო პირია. მსგავს დაპირისპირებას გასულ წელს ათობით ადამიანი შეეწირა. შეთანხმების თანახმად, საზღვრიდან ორივე მხარე დამატებით ძალებს და შეიარაღებას გაიყვანს, გახსნის გზატკეცილს და საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას დაიწყებს. დაძაბულობას იწვევს ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიანი საზღვრის დაახლოებით ნახევარი, რომელიც დემარკაციას უნდა დაექვემდებაროს.

ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ყაზახეთში იანვარში განვითარებულ მოვლენეზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანა ზოგიერთი საერთაშორისო ჯგუფის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ისარგებლეს ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციით. პუტინმა აღნიშნა, რომ თოყაევი ახლა გამოწვევის წინაშე დგას არეულობის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. პუტინის თქმით, ყაზახეთს შეუძლია, გამოიყენოს „რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი“. თავის მხრივ, თოყაევმა მადლობა გადაუხადა პუტინს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ყაზახეთში იანვრის მოვლენების გამოძიება მიმდინარეობს.„მართლაც, ეს იყო საერთაშორისო ტერორისტებისა და ბანდიტების მიერ საგულდაგულოდ მომზადებული ოპერაცია, რომლებიც თავს დაესხნენ ყაზახეთს იმ მიზნით, რომ, პირველ რიგში, დაერღვიათ კონსტიტუციური წესრიგი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ“, - განაცხადა თოყაევმა. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენციის მოხუცთა თავშესაფრისთვის გადაცემა იგეგმება

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენცია შესაძლოა მოხუცთა თავშესაფარს გადაეცეს. ამის შესახებ კომენტარი ყირგიზეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდმა გააკეთა. მანამდე ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატების პარტიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა კოი-ტაშში ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და გასართობი სპორტული კომპლექსის გახსნის შესახებ ბრძანება გასცა. ამის საპასუხოდ სახელმწიფო ქონების ფონდმა განაცხადა, რომ „სოფელ ქოი-ტაშში 2,7 ჰექტარზე 1385,5 კვ.მ საერთო გამოსაყენებელი ფართის ჯანდაცვის ცენტრი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა“, ხოლო 12 აპრილს საკუთრება კადასტრმა დაარეგისტრირა. დეპარტამენტმა ასევე გაიხსენა, რომ 30 მაისს ფონდის თანამშრომლებმა ჩაატარეს ადგილზე ვიზიტი ქონების ინვენტარიზაციის მიზნით და აცნობეს ატამბაევის წარმომადგენლებს, რომ დაწესებულება სამ დღეში უნდა გაათავისუფლონ. ფონდის თანახმად, ატამბაევის მხარდამჭერებს არ აქვთ უფლება შექმნან სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბავშვებისთვის, დაწესებულება გადაცემულია სახელმწიფო საკუთრებაში. „ფონდმა შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა მინისტრთა კაბინეტის განკარგულების პროექტი ამ დაწესებულების ბაზაზე მოხუცთა სოციალური სტაციონარული დაწესებულების შექმნისა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ორგანიზების შესახებ“. - ნათქვამია ფონდის განცხადებაში. ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს კამათი სახელმწიფო ქონების ფონდის წარმომადგენლებსა და ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის წარმომადგენლებს შორის სოფელ კოი-ტაშში, მისი სახლის ტერიტორიაზე. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ატამბაევის ოჯახის ქონება ხელახლა დარეგისტრირდა და ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულნი. 2020 წლის 23 ივნისს ბიშკეკის პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტის აზიზ ბათუკაევის უკანონო გათავისუფლების საქმეზე ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. მოგვიანებით ბიშკეკის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიმდინარე წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც ძალაში დატოვა  

ყირგიზეთის მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს მორიგ ბრალდებას წაუყენებენ

საპატიმროში მყოფ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა მორიგ ბრალდებას წაუყენებს, 2010 წელს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი კავშირის გამო, რასაც დაახლოებით 450 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს ატამბაევის ადვოკატმა, ზამირ ჯოშევმა გაუცხადა, რომ ოფიციალური განცხადება მორიგ ბრალდებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბრალდება სერიოზულია, მაგრამ მისი კანონიერება საეჭვოა დანაშაულის ვადის გამო, აღნიშნა ალმაზ ატამბაევის ადვოკატმა. ატამბაევი 2019 წლის 9 აგვისტოს დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მდებარე კოი-ტაშის დასახლებაში, მის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის ერთდღიანი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, 79 - დაიჭრა. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმეში, ატამბაევის გარდა, 13 ბრალდებული ფიგურირებს.  დღეისთვის, ატამბაევი 2020 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე  11-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის. სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის გათავისუფლებისთვის ცნო დამნაშავედ. ალმაზბეკ ატამბაევი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2010 წელს, როდესაც ადგილობრივ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ოშსა და ჯალალ-აბადში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი დააკავეს

ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ 2 ივნისს, კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი ალიმკადირ ბეიშენალიევი დააკავა. უწყებამ მომხდარზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. გენერალური პროკურატურის ცნობით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე ყირგიზეთმა 451 ათას 560 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დახმარების სახით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღო. მოგვიანებით ყირგიზეთის პრეზიდენტმა მიაღწია შეთანხმებას ქვეყნის ხელმძღვანელებთან. ამასთან, ზედამხედველი ორგანოს თანახმად, მინისტრმა გასცა 1,5 მილიარდი სომის ღირებულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენის განკარგულება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით იყო სხვა სახელმწიფოების დახმარებით მიღებული წამლები. გამოძიების ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხები ოფშორულ ზონაშია გატანილი. შედეგად, ზედამხედველობის ორგანო აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით მიღებული ვაქცინების და შეძენილი წამლის არსებობის გამო, წარმოიქმნა ჭარბი რაოდენობა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო 243 223 დოზა გამოუსადეგარი გახდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი მილიარდ 581 მილიონ 474 ათას სომად არის შეფასებული. სისხლის სამართლის საქმე „კორუფციის“ მუხლით აღიძრა. გარდა ამისა, ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ ბეიშენალიევისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარეობს კიდევ ხუთი სისხლის სამართლის საქმე. მინისტრ ალიმკადირ ბეიშენალიევის ადვოკატებს გენერალური პროკურატურის ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთობლივ სარკინიგზო პროექტს განიხილავენ

ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ვიდეოფორმატში გაიმართა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჟანგ ძიანგხუა, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე ალმაზ ტურგუნბაევი და უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე აბდუსამატ მუმინოვი. შეხვედრაზე განიხილეს რკინიგზის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების დაჩქარების საკითხი. კერძოდ, აზრთა გაცვლა მოხდა ამ მიმართულებით ჩინეთის მიერ წარმოდგენილ სამუშაო გეგმაზე.  

ყირგიზეთში კაზინოების საქმიანობა ლეგალური ხდება

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყირგიზეთში კაზინოები და სათამაშო აპარატების დარბაზები გაიხსნება - ამჯერად მხოლოდ უცხოელებისთვის. 22 ივნისს პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა კი 30 ივნისს შესაბამის კანონს ხელი მოაწერა.  მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ აზარტული თამაშების ლეგალიზაციას და ამას ეკონომიკური აუცილებლობით ხსნიან. კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კაზინოს გახსნა მოქალაქეებს დააზარალებს. თავდაპირველად ხელისუფლება გეგმავდა ყირგიზეთის ლას-ვეგასის ისიკ-კულში აშენებას, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბიზნესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეხსნათ. კანონის თანახმად, აზარტული თამაშების ზონებში მხოლოდ 21 წელს გადაცილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაიშვებიან. თუ დარბაზში ყირგიზეთის მოქალაქე მოხვდება, კაზინოს ლიცენზია ჩამოერთმევა.  

თურქეთი და ყირგიზეთი ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ქმნიან

თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯინბეკ კულუბაევს შეხვდა. პრეზიდენტის კომპლექსში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს. ამ კონტექსტში ფუატ ოქტაი და ჯინბეკ კულუბაევი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენებისა და თურქულ-ყირგიზეთის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ. შეხვედრაზე გაიმართა კონსულტაციები იმ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა, თურქეთ-ყირგიზეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დღის წესრიგში შევიდეეს, რომელიც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. ამასთან, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თურქეთის სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTG) საქმიანობას. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე აკილბეკ ჯაფაროვი  (29 სექტემბერს - 2 ოქტომბერს) ბურსაში ვიზიტს გეგმავენ.   

ჩვენი მიზანია, მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ - ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯინბეკ კულუბაევმა სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ ყირგიზეთი, თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს და ქვეყნის მიზანია, მსოფლიო ბაზარზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეს.  თურქეთი და ყირგიზეთი ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ქმნიან კულუბაევმა მედიის შეკითხვას, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცენტრალური კასპიის დერეფნს ყირგიზეთისთვის, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შუა აზიის გავლით აკავშირებს, ასე უპასუხა:  „ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანზიტო გატარების პოტენციალი მაღალია, მაგრამ არსებული ვითარებაში სატრანზიტო ლოგისტიკა სირთულეებს განიცდის. მნიშვნელოვანია სასურსათო ტვირთების უსაფრთხო გატარება. ტვირთები ევროპიდან აზიაში მიდის, აზიიდან ევროპაში ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით. ეს დერეფანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ თემაზე გამართულ სამმხრივ შეხვედრებს. ჩვენ გამოვხატავთ ინტერესს ამ დერეფნის შეერთებით. ჩვენი მიზანია მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ“, - განცხადა ჯინბეკ კულუბაევმა.   

ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები ევროპის ორ ქვეყანაში გაიტანა

2022 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთმა ექპორტზე $68,4 მილიონის ნავთობპროდუქტები გაყიდა, რაც გასული წლის ანალიგიურ პერიოდზე 2,5-ჯერ მეტია.  ჩვენი მიზანია, მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ზღვისა და თურქეთის გავლით გავიდეთ - ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  ყირგიზეთის ნავთობის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან თურქეთი ($26 მლნ) და ჩინეთი ($9,5 მლნ).   ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ყირგიზეთმა საანგარიშო პერიოდში $7,1 მილიონის ნავთობპროდუქტები მალტაში გაყიდა. ამასთან, ყირგიზეთმა ნედლეული ბელგიასა ($4,7 მლნ) და ნიდერლანდებში (4,2 მლნ) გაყიდა.   

რა გავლენა ექნება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში, ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ქვეყნების დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. პროექტის ღირებულება $15 მილიარდია. ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო დერეფანი „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი“, სამხრეთით, ევრაზიის საკონტინენტო ხიდის შემადგენელი ნაწილი გახდება და სამხრეთ-აღმოსავლეთის, დასავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას გახსნის. ექსპერტების შეფასებით, ეს მარშრუტი უზრუნველყოფს ტვირთების გადატანას ჩინეთიდან ყირგიზეთში, ასევე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, შემდეგ კი ევროკავშირის ბაზარზე. რა გავლენა ექნება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გადაწყვეტილებებს და ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს შუა დერეფანზე და რას მიიღებს საქართველო? Europetime-თან „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი დავით გოჩავა ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. „მაგალითად, მნიშვნელოვანია ცნობა იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრაზე გაფორმდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შედეგად გაჩნდება ჩინეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის დამყარების კიდევ ერთი გზა, მოიმატებს ტვირთების რაოდენობა საქართველოს ტერიტორიის გავლით და ა.შ. საქართველოს გავლით იმიტომ, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვაო პორტები წარმოადგენს ევროპის მიმართულებით ზღვაში გასვლის ერთადერთ საშუალებას“- აცხადებს გოჩავა. „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ $15 მილიარდიანი სარკინიგზო პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო დამატებით სარგებელს მიიღებს და შესაძლოა „აბრეშუმის გზაზე“ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. „ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, ავღანეთი, მონღოლეთი, აზერბაიჯანი, დავამატებ თურქმენეთს და საქართველოს და მივიღებ პროგრამას CAREC (Central Asia Regional Economic Corridor - „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური დერეფანი“), ანუ „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ ცენტრალურ ღერძს. ამიტომ ჩემთვის „სამარყანდის დეკლარაციის“ და კიდევ 20 ოფიციალური დოკუმენტის მიღებაზე უფრო მნიშვნელოვანია, სარკინიგზო ხაზის „ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი“ მშენებლობის პროექტი“, - მიიჩნევს გოჩავა. ამასთან, „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" დამფუძნებელი ამბობს, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებს რეგიონის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი, მათ ირანიც დაემატა. დამკვირვებლები არიან: ავღანეთი, ბელარუსი და მონღოლეთი, ხოლო „დიალოგის პარტნიორები“ - აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, შრი-ლანკა და თურქეთი. ფაქტობრივად ეს ის ქვეყნები არიან, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკურ ომში მონაწილეობის მიღებაზე. მათ შორის არაა ერთიანობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად გერმანიაში, შეერთებული შტატების „რამშტეინის“ ბაზაზე უკრაინის მხარდამჭერთა შეხვედრაზე. საკმარისია გავიხსენოთ დაძაბული ურთიერთობა ინდოეთსა და ჩინეთს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის. მაგრამ ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთთან მათ ურთიერთობაზე. ჩვენთვის რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ორგანიზაციას? - პირდაპირი! “ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ირანი შეუერთდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ სამარყანდში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და ირანი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა.  „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებით, ირანი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა ხდება „აბრეშუმის გზის“ მარშრუტზე“, - აცხადებს გოჩავა.  „ირანს სურს შავი ზღვის პორტებთან დაკავშირება სომხეთის გამოყენებით. ირანი, სომხეთი, საქართველო, შავი ზღვის პორტები - ამ მარშრუტის ამოქმედებთ, ჩვენ ყველა ვარიანტში სარგებელს მივიღებთ. საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვებისთვის კიდევ ერთი მიმართულება იხსნება“. გოჩავას შეფასებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებზე პოზიციას არ აფიქსირებს. „დღეს ჩუმად ვართ, მაგრამ დღეს იქნება თუ ხვალ საქართველო რეალური და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება აბრეშუმის გზაზე. სხვა ვარიანტია ირანი თურქეთს დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაში ტვირთები ბორნებით უნდა გადაიზიდოს, რაც მომგებიანი არ არის და გადაზიდვებს აძვირებს. ერთადერთი მომგებიანი გზა არის სახმელეთო გზა შავი ზღვის პორტებისკენ. შუა დერეფანი არის განვითარების პროცესში, აქვს პერსპექტივა და ამ დერეფნის ძირითადი „მოთამაშე“ ქვეყნები გააკეთებენ ყველაფერს, ამ გზის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებს გოჩავა. ამავე თემაზე წაიკითხეთ:  შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებებისას 18 ადამიანი დაშავდა

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ყირგიზეთის და ტაჯიკეთის მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე ფართომასშტაბიანი შეტაკებები პარასკევს დილით დაიწყო. ყირგიზეთის სასაზღვრო სააგენტოს ცნობით, ტაჯიკური მხარე ყირგიზეთის პოზიციებს საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეუტია. ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის სასაზღვრო რაზმის სამხედროებმა, შეთანხმების დარღვევით, მძიმე იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს ტაჯიკეთის სასაზღვრო ფორპოსტ „დუშანბეს". ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილით 11:00 საათის მონაცემებით, ტაჯიკეთის საზღვრისპირა რაიონებში შეტაკებების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება.  

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს მოაწერეს ხელი

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა, ქვეყნებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სამშვიდო ოქმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა. მან დოკუმენტის ხელმოწერა, მშვიდობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა.  ტაშიევმა ასევე დასძინა, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე ბოლო შეიარაღებული თავდასხმის გამოსაძიებლად ორი მხარის მიერ შექმნილი ერთობლივი კომისია მუშაობას, 20 სექტემბერს გააგრძელებს. დღეს, 19 სექტემბერს, ყირგიზეთმა ყირგიზეთ-ტაჯიკის საზღვარზე დაღუპულ მოქალაქეებს ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 14-17 სექტემბერს სულ მცირე 59 ყირგიზელი დაიღუპა, მათ შორის 40 სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა 164 ადამიანი. ყირგიზეთის საზღვრისპირა სოფლებიდან უსაფრთხო ადგილებზე 140 000-ზე მეტი ადამიანი დროებით გადაასახლეს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  მისი 41 მოქალაქის დაღუპვისა და 100-ზე მეტი დაჭრილის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ვითარება ორი ქვეყნის საზღვარზე 14 სექტემბერს მკვეთრად გაუარესდა. მხარეები დაპირისპირების მორიგი რაუნდში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 16 სექტემბერს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, 17 სექტემბერს მხარეებმა საზღვარზე სროლის განახლების შესახებ განაცხადეს.   

უზბეკეთის შემდეგ, თავის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა ყაზახეთმა და ყირგიზეთმაც აუკრძალეს

ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უკრაინის წინააღმდეგ ომში, თავის მოქალაქეებს მონაწილეობა აუკრძალეს.  ყირგიზეთი, რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობისთვის საკუთარ მოქალაქეებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებს 21 სექტემბერს რუსეთში ყირგიზეთის საელჩომ აცნობა თავის მოქალაქეებს, რომ მათ უცხო სახელმწიფოების ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ყირგიზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და რომლებსაც მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საომარ მოქმედებებში, ურჩევენ დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ თავიანთი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას. ომში წასულ პირებს ემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, ასევე შესაძლებელია ქონების ჩამორთმევაც. უზბეკეთისა და ყაზახეთის მთავრობებმა ანალოგიური პოზიცია უკვე დააფიქსირეს.   ყაზახეთში იგივე დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 9 წლამდე, რაც გათვალისწინებულია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით (ყაზახეთის მოქალაქეების შეიარაღებაში განზრახ უკანონო მონაწილეობასთან დაკავშირებული ქმედებები). კონფლიქტები ან სამხედრო ოპერაციები რომელიმე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაქირავებულობის ნიშნების არარსებობის შემთხვევაში). ყაზახეთი და ყირგიზეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრები არიან, უზბეკეთმა კი, ორგანიზაცია 2012 წელს დატოვა.  

ყირგიზეთის პრეზიდენტი, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე არ ჩავა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ერბოლ სულთანბაევმა განაცხადა. „სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ჟაპაროვი არ მიიღებს მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალურ სამიტში. ყირგიზეთის მხრიდან სამიტს, სახელმწიფო მდივანი სუიუნბეკ კასმამბეტოვი დაესწრება“, - განაცხადა სულთანბაევმა. დღეს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტი იმართება.   

ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა

ყირგიზეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების სამხედრო წვრთნები, რომელიც თავდაპირველად მის ტერიტორიაზე, ოქტომბერში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. წვრთნების გაუქმების მიზეზი არ დაკონკრეტებულა. 14-17 სექტემბერს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამხედროებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა. კონფლიქტის შედეგად, ყირგიზეთის 63 მოქალაქე დაიღუპა, თითქმის 200 დაშავდა. ტაჯიკეთის მოსაზღვრე სოფლების 140 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები. 18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.

ყირგიზეთი ტაჯიკეთთან საზღვარზე ОДКБ-ს კონტინგენტის განლაგების ინიციატივით გამოდის

ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრი, ტაჯიკეთთან საზღვარზე ОДКБ-ს კონტინგენტის განლაგების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  „ტაჯიკეთთან საზღვარზე "არ იქნება მშვიდობა, ვიდრე ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის შუამავალი არ იქნება. CSTO-ს მცირე კონტინგენტი შეიძლება, განლაგდეს სადავო მონაკვეთებზე, რათა გააკონტროლოს ტექნიკის გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა“, - განაცხადა მინისტრმა. 18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.

ევროპულ ბაზრებზე წვდომის მიზნით, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი გზის მშენებლობას გეგმავენ

უზბეკეთი, ყირგიზეთთან და ჩინეთთან ერთად, გზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს. ამის შესახებ აზერბაიჯანში უზბეკეთის ელჩის მრჩეველმა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს უზბეკეთმა 2026 წლამდე განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ახალი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. „ასევე, ამ სტრატეგიის ფარგლებში იგეგმება ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვა. უზბეკეთის ეკონომიკაში მთავარი ინვესტორები არიან რუსეთი, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ტექსტილისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში განხორციელდა“, - განაცხადა მაჰამაჯონ ბოტრალიევმა.   

ყირგიზეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების პორტების მეშვეობით, მსოფლიო ბაზრებზე გასვლას გეგმავს

ყირგიზეთი ქალაქ ბიშკეკსა და ოშში აეროპორტების მოდერნიზაციას იწყებს.  ამის შესახებ ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ აქილბეკ ჯაფაროვმა მთავრობის რეგულარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა. „ჩვენ ასევე ვიწყებთ საბაჟო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. მომავალი წლის პირველ თებერვლამდე განხორციელდება ყველა სასაქონლო ნაკადის ანალიზი და 2023 წლის პირველი სექტემბრისთვის წარმოდგენილი იქნება საბაჟო სფეროს მოდერნიზაციის პროგრამა. არაბეთის გაერთიანებული საამიროების პორტების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვაჭრობა მთელ მსოფლიოში. ეკონომიკის სამინისტრომ ბანდარ აბასში პორტის საკითხის შესწავლა უნდა დაასრულოს. შემდეგ გვექნება ორი პორტი. ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც იყენებს პორტს ბანდარ აბასში, მოგვცემს წვდომას ოკეანეებზე, ბაზრებზე, სადაც 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ძალისხმევა უნდა განხორციელდეს გეგმების განსახორციელებლად“, - განაცხადა აქილბეკ ჯაფაროვმა.  

„ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ სარკინიგზო პროექტს, ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა უტარდება

ჩინელი სპეციალისტების ჯგუფი, ყირგიზეთსა და უზბეკეთს `ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის~ სარკინიგზო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შედეგებს გადასცემს.  ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ჰუ ჩუნხუამ ყირგიზეთის პრეზიდენტთან სადირ ჟაპაროვთან შეხვედრაზე განაცხადა. ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ჯაფაროვმა მოიყვანა „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის უდიდესი სატრანსპორტო პროექტი. მისი აზრით, ეს პროექტი ფასდაუდებელ დადებით გავლენას მოახდენს მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. თავის მხრივ, ჰუ ჩუნჰუამ იმედი გამოთქვა, რომ სამი მხარე აქტიურად შეუწყობს ხელს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის უწყვეტ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მზადაა, გააგრძელოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და დასძინა, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გახსნას დიალოგის პოტენციალი ცენტრალურ აზიასთან, განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროში, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.  

ყირგიზეთი, საინვესტიციო პორტფელში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას ცდილობს

ყირგიზეთი მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სისტემაში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას და ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის მცირე ჰესების მშენებლობაში. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-ს სააქციო საზოგადოება „ჩაკან ჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ნურლან სადიკოვმა განუცხადა. მისივე თქმით, ყირგიზეთს აქვს კვალიფიციური სამუშაო ძალა, კარგი სამუშაო გამოცდილება, ინფრასტრუქტურა და მდიდარი წყლის რესურსები ენერგეტიკის სექტორში. სადიკოვმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ბიშკეკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე ჰესების მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. „ჩვენ ვართ მთებისა და წყლის ქვეყანა. საკმარისი რესურსი გვაქვს. ჩვენ მზად ვართ მთელი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მობილიზებისთვის. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ყირგიზეთში მცირე ჰესების აშენება“, - განაცხადა სადიკოვმა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ყირგიზეთის მზადყოფნას გაუწიოს ყველა შესაძლო მხარდაჭერა უცხოელ ინვესტორებს. ამასთან, ყირგიზეთი აჩქარებს ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ, რათა ელექტროენერგიის დეფიციტი 3 მილიარდი კილოვატ/საათი გადაფაროს. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჩუის რაიონში ექსპლუატაციაში შევიდა „სოკულუკის“ ჰიდროელექტროსადგური, რომელიც, სავარაუდოდ, წელიწადში საშუალოდ 11 მილიონ 895 ათას 756 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ჯალალ-აბადის რეგიონში, გარდა Kambar-Ata-1 წყალსაცავისა და ჰიდროელექტროსადგურისა, რომლის ღირებულება 2 მილიარდ 916,6 მილიონი დოლარი იქნება, ჩაეყრება საძირკველი ნარინის რეგიონში მდებარე კულანაკის ჰიდროელექტროსადგურს. ახალი ჰესის ღირებულება 124 მილიონი დოლარი იქნება და პროექტი ოთხ წელიწადში დაიწყება. „რესპუბლიკაში მიმდინარეობს მცირე ჰესების დაპროექტება პაპანის, ორტო-ტოკოისა და ტორტ-კულის წყალსაცავებზე. კამბარატა ჰეს-2-ის მეორე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გასაშვებად სამუშაოები მიმდინარეობს“, - განაცახდა ნურლან სადიკოვმა.  

ყირგიზეთის ხელისუფლებამ მომღერლებს ფონოგრამაზე სიმღერა აუკრძალა

ყირგიზეთის ხელისუფლებამ ადგილობრივ მომღერლებს ფონოგრამით სიმღერის შესრულება აუკრძალა. შეზღუდვა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება. კულტურის მინისტრმა პირობა დადო, რომ ფონოგრამის აკრძალვის დაცვას პირადად დააკვირდება. საუბარია თეატრებზე, საკონცერტო დარბაზებზე, კინოთეატრებზე, კლუბებზე, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებზე. კონცერტებზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე 2023 წლის პირველი იანვრიდან ცოცხალი სიმღერა აჟღერდება. შეზღუდვების შესახებ 2020 წლის ბოლოს  გამოცხადდა. 2021 წლის თებერვალში დეპარტამენტმა არტისტებს დაავალა, პლაკატებსა და ბილეთებზე მიეთითებინათ იმღერებდნენ თუ არა ცოცხლად.მაშინდელმა მინისტრმა ნურჟიგიტ კადირბეკოვმა განაცხადა, რომ კულტურა პატიოსნებით იწყება და მსმენელს მოუწოდა, არ მოტყუებულიყვნენ.  

მედია: 9 მაისს მოსკოვს სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი უცხოელი ლიდერი ეწვევა

9 მაისს, როდესაც რუსეთში გამარჯვების დღე აღინიშნება, მოსკოვს ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი ეწვევა. როგორც ჩანს, ის იქნება უცხო ქვეყნის ერთადერთი ლიდერი, რომელიც რუსეთის დედაქალაქს გამარჯვების დღეს ეწვევა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ცნობით, ამის შესახებ „ვედომოსტი“ დიპლომატიურ და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. ჯაფაროვის ვიზიტი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ უპასუხა გამოცემის შეკითხვებს.  2022 წელს მოსკოვში 9 მაისის აღლუმი უცხოელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე გაიმართა, რაც უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა. პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლს უცხოელი სტუმრები არ დაუპატიჟებია. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთმა წელს უარი თქვა აღლუმის გამართვაზე „ხარჯების დაზოგვისა და სხვა საკითხების გამო".  

ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ

„ჩინეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან 454 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ,რომელიც გვერდს აუვლის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსეთს“, იტყობინება რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური.  ამ შეთანხმების მიხედვით, მარშრუტი ჩინეთიდან ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ევროპისკენ შემცირდება 900 კმ-ით. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 18-19 მაისს, ჩინეთის ქალაქ სიანში გამართულ სამიტზე „ცენტრალური აზია - ჩინეთი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომართ თოყაევი, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან სამიტზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ცენტრალური აზიის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ტრანსევრაზიული სატრანსპორტო კერის სტატუსის ამაღლებას და „ჩინეთ-ცენტრალური აზიის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების გაძლიერებას. სამიტის მონაწილეებმა განიხილეს მულტიმოდალური სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების ხელშეწყობა, როგორიცაა ჩინეთი-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია და ჩინეთი-ცენტრალური აზია-ევროპა, განსაკუთრებით ტრანსკასპიური მარშრუტების გამოყენება აქტაუს, კურიკისა და თურქმენბაშის საზღვაო პორტების ჩათვლით. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის ახალი რკინიგზის მშენებლობასა და არსებული სარკინიგზო და საგზაო ქსელების მოდერნიზაციაზე ჩინეთიდან ცენტრალურ აზიამდე. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ჩინეთი გეგმავდა რკინიგზის აშენებას რუსეთის გვერდის ავლით. თავდაპირველად, ახალი გზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის 14 სექტემბერს, სამარყანდში გამართული (SCO) სამიტის ფარგლებში. ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს პროექტის განხორციელების შემდეგ ნაბიჯებს, როგორიცაა, დეტალური დიზაინის შემუშავება, კვლევა და ინვესტიციისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრა. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg  

გერმანიის პრეზიდენტი ყახაზეთის შემდეგ, ყირგიზეთს ეწვევა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 21-23 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა, - ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურატბეკ აზიმბაკიევმა განაცხადა. დაგეგმილია მოლაპარაკებები შტაინმაიერსა და სადირ ჟაპაროვს შორის. „სახელმწიფო მეთაურები განიხილავენ ყირგიზეთ-გერმანიის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს, ასევე განიხილავენ ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით“, - განაცხადა აზიმბაკიევმა. გერმანიის პრეზიდენტი 19-21 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება.  

მედია: უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი ერთობლივ მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტთან დაკავშირებით, პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ

2023 წლის ბოლოსთვის უზბეკეთი, ყირგიზეთი და ჩინეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ სამი ქვეყნის დამაკავშირებელი საერთაშორისო რკინიგზის მშენებლობისკენ, იტყობინება Trend. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამჟამად პროექტის ეკონომიკური საფუძვლებია მომზადებული. ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი რუსეთის გვერდის ავლით რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ ეს პროექტი ჩინეთთან ტრანსპორტირების მანძილს 1200 კილომეტრით, ხანგრძლივობას კი, 10 დღემდე შეამცირებს.  13 ივნისს ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის მულტიმოდალურ სატრანსპორტო დერეფანზე პირველმა სატვირთო მატარებელმა გაიარა. ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას 2022 წლის 14 სექტემბერს სამარყანდში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. რკინიგზას საერთო სიგრძე 523 კილომეტრი ექნება: ჩინეთში - 213 კილომეტრი, ყირგიზეთში  - 260 კილომეტრი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 90 გვირაბს და 50 კილომეტრის საბოლოო მონაკვეთს უზბეკეთში.  

ყაზახეთისა და უზბეკეთის შემდეგ, რუსი მომღერლის კონცერტი ყირგიზეთშიც გაუქმდა

ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში რუსი მომღერლის გრიგორი ლეპსის კონცერტი გაუქმდა. ინფორმაცია რადიო Azattyk-ს ორგანიზატორებმა დაუდასტურეს. მათივე თქმით, გადაწყვეტილება ქალაქის მცხოვრებლების უკმაყოფილების გამო მიიღეს. ყირგიზული მედია აზუსტებს, რომ ლეპსი ქვეყანაში პირადად იყო მიწვეული. მანამდე ცნობილი გახდა მომღერლის კონცერტების გაუქმების შესახებ ყაზახეთსა და უზბეკეთში. ცენტრალურ აზიაში ლეპსის კონცერტების გაუქმებას წინ უძღვის ფართო დისკუსიები სოციალურ ქსელებში. ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს უკმაყოფილებას ხელოვანის მიღების გამო, რადგან ის ღიად უჭერს უჭერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. კონცერტების გაუქმების შესახებ ცნობები დაემთხვა გრიგორი ლეპსისა და მომღერალ ნიკოლაი ბასკოვის განცხადებას, რომელიც გულისხმობს ერთი მილიონი რუსული რუბლით ყველა იმ მებრძოლის დაჯილდოებას, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ტანკს გაანადგურებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მომდევნო სანქციების შემდეგ, რუსმა არტისტებმა დაკარგეს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, სადაც კონცერტების ჩატარება შეეძლოთ. კერძოდ, ეს შეეხო მათ, ვინც ღიად უჭერდა მხარს ომს და რომლებიც უკრაინამ „ეროვნული უშიშროების საფრთხედ“ გამოაცხადა.  

Washington Post: აშშ-მ ყირგიზეთს სანქცირებული პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების გამო შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

Washington Post-ის თანახმად, აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. გამოცემის ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდება, რადგან ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა რუსეთს „შავ სიაში“ შეტანილ აწვდის პროდუქციას აწვდის, მათ შორის ელექტროტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ოპტიკურ სამიზნეებსა და ბომბების საწარმოებლად საჭირო ნაწილებს. „ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყირგიზეთის დედაქალაქში ვიზიტებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ამის გამო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს, რათა ზემოქმედება მოახდინოს ყირგიზეთის მთავრობაზე, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს. Washington Post-ის ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მიმდინარე კვირაში იგეგმება. ცნობისათვის, სანქციების კოორდინატორები ყირგიზეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანას სტუმრობდნენ, მათ შორის, დევიდ ო’ სალივანი 26-28 ივნისს საქართველოში იმყოფებოდა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად. ვიზიტის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო. „ეს არის მოწყობილობები, რომლებიც გვაინტერესებს და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საუბარი მხოლოდ საქართველოსთან არ გვაქვს, ელჩი ო’ბრაიენი და მე შემდეგ სომხეთში მივდივართ. ჩვენი ჯგუფი უკვე 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, როგორ ხდება ამის აღსრულება და აღკვეთა - ეს იყო ფოკუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი თანამშრომლობა იყო ამ ვიზიტის დროს,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა. ელჩი დეგნანი: სანქციების კოორდინატორის გზავნილია - მადლობა თანამშრომლობისთვის და გთხოვთ, მომავალშიც ყურადღებით იყოთ 2023 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-11 პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის არსებული სანქციების გაძლიერებას და მათი გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

ყირგიზეთმა ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ყირგიზეთმა ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები გადაჭრას. მდინარე ნარინის აუზში წყლის დაბალი შედინებისა და ელექტროენერგიის სწრაფად მზარდი მოხმარების ფონზე, ყირგიზეთი გამომუშავებული სიმძლავრის დეფიციტს განიცდის. პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ყირგიზეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, რომელიც 2023 წლის პირველი აგვისტოდან შევა ძალაში და 2026 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება ქვეყანაში მზარდი ენერგიის მოთხოვნის ფონზე, გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად და სიმძლავრის ნაკლებობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღეს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს შეუწყობს სტრატეგიებისა და ქმედებების შემუშავებას და სამომავლოდ, მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შენარჩუნებას. ყირგიზეთის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან მაისამდე ყირგიზეთში სულ 6,486 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,3 პროცენტით მეტია.  

სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა პროტოკოლი გააფორმეს

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალური პირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სადავო სასაზღვრო ტერიტორიების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განხილვის მიზნით შეხვდნენ, განაცხადეს, რომ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. მათ პროგრესზე მიანიშნეს, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა. ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, საიმუმინ იატიმოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება 2 ოქტომბერს გაფორმდა ყირგიზეთის ქალაქ ბატკენში. ცენტრალური აზიის ორი ქვეყანა თვეების განმავლობაში განიხილავდა სასაზღვრო დავების გადაჭრის მცდელობებს. „კონფლიქტები უფრო ნაკლებად უნდა მოხდეს, ამიტომ მოვაწერეთ ხელი #44 ოქმს", - განაცხადა იატიმოვმა. „ჩვენ გულმოდგინედ და კონსტრუქციულად განვახორციელებთ მას ეტაპობრივად, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ და ფუნდამენტურ შეთანხმებას უმოკლეს დროში,“ - აღნიშნა იატიმოვმა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა, რომ პროტოკოლი „საფუძველს იძლევა ყველა სასაზღვრო საკითხის გადასაჭრელად.“ „ღმერთმა ქნას, მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრის შესახებ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კომისიები უწყვეტად იმუშავებენ [ამ საკითხზე]. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება გამოიწვევს მშვიდობასა და სტაბილურობას საზღვარზე,“ - აღნიშნა ტაშიევმა. ორ ქვეყანას შორის ყველაზე სადავო ტერიტორიებია ვორუხის მიმდებარე ტერიტორია, ტაჯიკეთის ტერიტორიის ანკლავი ყირგიზეთში. ბიშკეკი ამტკიცებს, რომ ანკლავისკენ მიმავალი გზა, ტორტ-კოჩო, ყირგიზეთის ნაწილია - როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, მაშინ, როცა დუშანბე მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი დაახლოებით 975 კილომეტრია. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი 2002 წელს დაიწყო და 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 519 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მას შემდეგ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვისა და ტაჯიკეთის კოლეგას, ემომალი რაჰმონს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დაახლოებით 664 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მაგრამ ეს ჯამი წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის პრეზიდენტის ნათქვამთან, როდესაც იანვარში განაცხადა, რომ საზღვრის 63 პროცენტი - დაახლოებით 614 კილომეტრი - იყო დემარკირებული, რადგან დარჩენილ საზღვარზე სამუშაო მიმდინარეობდა. თითოეული ქვეყნიდან სპეციალური კომისიები აგრძელებენ მოლაპარაკებას. 2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს. ცნობისთვის, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს გასული წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი.  

რუსეთი უზბეკეთში გაზის მიწოდებას ყაზახეთის გავლით იწყებს

შაბათს, 7 ოქტომბერს, რუსეთმა უზბეკეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ყაზახეთის გავლით დაიწყო, რაც მოსკოვში და სხვაგან ცერემონიებით აღინიშნა - მას სამი ქვეყნის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ფაქტი სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. რუსულ გაზპრომთან (GAZP.MM) ორწლიანი ხელშეკრულების თანახმად, უზბეკეთი ყოველდღიურად, 9 მილიონი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს განახორციელებს.ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზბეკეთი, რომელიც თავად მწარმოებელი და ექსპორტიორია, რუსეთიდან გაზის იმპორტს ახორციელებს. დღიური მოცულობა წელიწადში დაახლოებით 2,8 მილიარდ კუბურ მეტრს შეესაბამება, რადგან გაზის იმპორტი ცივ სეზონზე დეფიციტის დაფარვას მოხმარდება. „რუსეთი ადასტურებს თავის, როგორც გაზის სანდო მიმწოდებლის სტატუსს და ღიაა თანამშრომლობისთვის ამ სფეროში,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიაზე. თავის მიმართვაში ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ისტორიული მოვლენა ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების სრულიად ახალ თავს ასახავს. ასევე, ყაზახეთის, რუსეთისა და უზბეკეთის ენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიულ თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანს.“ თავის მხრივ, მირზიოევმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ უზბეკეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსული გაზის იმპორტს და ეს პროექტი არის გარღვევა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „ლურჯი საწვავის“ გარანტირებული წყაროების დივერსიფიკაციის, სეზონური არათანაბარი მოხმარების დასაფარად. რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები დასავლეთის სანქციების გამო შემცირდა. სანქციები მოიცავს ფასების ლიმიტსა და ემბარგოს ნავთობის ექსპორტზე საზღვაო. დასავლეთის ეს ნაბიჯები, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ევროპისკენ მიმავალი გაზსადენების Nord Stream-ის დახურვას, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში ააფეთქეს. რუსული გაზის ექსპორტი 2022 წელს 21,5 პროცენტით შემცირდა, რადგან ევროკავშირმა, ერთ დროს რუსული გაზის უმსხვილესმა მყიდველმა იმპორტი მკვეთრად შეამცირა.  მომზადებულია Reuters-ის მიხედვით  

ყირგიზეთის პარლამენტმა რუსეთთან ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას მხარი დაუჭირა

ყირგიზეთის პარლამენტმა ყირგიზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადით, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ყირგიზეთის ქალაქ კანტში, რუსეთის ავიაბაზის მიმდებარედ გამოიყო. განახლება: ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა რუსეთთან საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. “აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებისადმი ყირგიზეთის ერთგულებას ადასტურებს და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის შემდგომ ურთიერთქმედებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში”, - აღნიშნავს ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური. განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთთან ერთად საჰაერო თავდაცვის რეგიონალური სისტემის შექმნა “საშუალებას მოგვცემს ორივე ქვეყნის საჰაერო სივრცის უფრო საიმედო დაცვა უზრუნველვყოთ, ასევე, გაზრდის უსაფრთხოებას და ეროვნული ინტერესების დაცვას.” ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება ყირგიზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტის ფარგლებში მოხდა. მოსკოვსა და ბიშკეკს შორის აღნიშნული შეთანხმება 2022 წლის 16 აგვისტოს დაიდო. პუტინმა მისი რატიფიცირება 2023 წლის 29 მაისს მოახდინა.  

BBC: ყირგიზეთმა შესაძლოა, მალე მიიღოს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის მსგავსია

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ყირგიზეთის პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც რუსული კანონის მსგავსი იქნება. კანონმდებლებმა „არასამეწარმეო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში და ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. „კანონპროექტის ბუნდოვანი ფორმულირების თანახმად, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც იღებს ფულს სხვა ქვეყნებიდან და „ცდილობს, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ საქმიანობასა და საზოგადოებრივ აზრზე“ უცხო სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩაითვლება „უცხო წარმომადგენელად,“ იტყობინება BBC. ყირგიზი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის კანონის თითქმის იდენტურია. მათ მოუწოდეს კანონმდებლებს, უკან გაიწვიონ კანონპროექტი. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იყო საჭირო.   

ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე მუშაობს

ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი TITR) მუშაობს. ამის შესახებ ყირგიზეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ, რისბეკ ბარიევმა კონფერენციაზე - „საერთაშორისო ტრანსპორტი და ლოგისტიკური დერეფანი: განვითარების იმპულსები ზანგილანიდან“ განცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდას ხელს უწყობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის განვითარება. შუა დერეფნის განვითარება სასარგებლოა ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ყირგიზეთისთვის, რადგან დერეფანი გადის ყირგიზეთ-ყაზახეთის საზღვრის გასწვრივ. „ეს სარკინიგზო მარშრუტი გამიზნულია ჩინეთიდან ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, თურქეთისა და შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის ტრანსპორტირების გასამარტივებლად,“ აღნიშნა ირისბეკ ბარიევმა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალი გააძლიერებს რეგიონთაშორის კავშირებს, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნების მიზნებს შეესაბამება. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

სადირ ჯაფაროვი: ყირგიზეთი ტრანსპორტირების გაზრდის მიზნით, შუა დერეფნით ისარგებლებს

ყირგიზეთი აპირებს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნით ისარგებლოს, ყირგიზეთიდან და ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და აზერბაიჯანში საქონლის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტირებისთვის.  ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ბაქოში SPECA-ს სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია მულტიმოდალური ტრანსპორტის მოცულობის გაზრდის წახალისება და ამისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ შორის, სამართლებრივი რეჟიმების ჰარმონიზაციის გზით. მისი თქმით, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაციის აუცილებლობა კვლავ აქტუალური რჩება ყირგიზეთისთვის. ეს შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ ან მეტ სატრანზიტო მარშრუტზე, შექმნის პირობებს ეკონომიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და შეამცირებს რისკებს საქონლისა და მგზავრების გადაზიდვისას. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი სახელმწიფო საზღვრის კიდევ 24 კილომეტრზე შეთანხმდნენ, იუწყება ყირგიზეთის მედია.  ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის სუგდის რეგიონის ქალაქ ბუსტონში ტოპოგრაფიული და სამუშაო ჯგუფების ბოლო ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ მუშაობას დარჩენილი ტერიტორიების განსაზღვრაზე მომავალ შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთში გაიმართება. როგორც მედია წერს, ბოლო შეხვედრაზე ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ყირგიზეთს ექნება წვდომა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ის იყენებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მიწები ამ ქვეყანას რჩება. ამავდროულად, ტაჯიკეთს ექნება წვდომა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ის იყენებს ყირგიზეთის ტერიტორიაზე, მიწები კი, ამ უკანასკნელს დარჩება. ტაჯიკეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა დეტალებზე დაკონკრეტების გარეშე  განაცხადა, რომ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანა ისარგებლებს „მუდმივი და უწყვეტი“ წვდომით მათ კუთვნილ, მაგრამ მეორე ქვეყნის საზღვრებში მდებარე მიწებზე. მოლაპარაკებების შემდეგ, დეტალებზე არც ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი კამჩიბეკ ტაშიევი საუბრობს, თუმცა აღნიშნა: „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ყველა საკითხის მოგვარებასთან.“ ორ ქვეყანას შორის ყველაზე სადავო ტერიტორიებია ვორუხის მიმდებარე ტერიტორია, ტაჯიკეთის ტერიტორიის ანკლავი ყირგიზეთში. ბიშკეკი ამტკიცებს, რომ ანკლავისკენ მიმავალი გზა, ტორტ-კოჩო, ყირგიზეთის ნაწილია - როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, მაშინ, როცა დუშანბე მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. ტაშიევმა ახლა მიანიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება, თუ როგორ მართონ მონაკვეთი, რომელიც კვეთს ყირგიზეთის ტერიტორიას და აკავშირებს ტაჯიკეთის მატერიკს მჭიდროდ დასახლებულ ვორუხთან. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი დაახლოებით 975 კილომეტრია. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი 2002 წელს დაიწყო და 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 519 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მას შემდეგ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვისა და ტაჯიკეთის კოლეგას, ემომალი რაჰმონს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დაახლოებით 664 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მაგრამ ეს ჯამი წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის პრეზიდენტის ნათქვამთან, როდესაც იანვარში განაცხადა, რომ საზღვრის 63 პროცენტი - დაახლოებით 614 კილომეტრი - იყო დემარკირებული, რადგან დარჩენილ საზღვარზე სამუშაო მიმდინარეობდა. თითოეული ქვეყნიდან სპეციალური კომისიები აგრძელებენ მოლაპარაკებას. 2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს. სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა მიმდინარე წლის აპრილში პროტოკოლი გააფორმეს.  

ყირგიზმა კანონმდებლებმა ეროვნული დროშის შეცვლას მხარი დაუჭირეს

ყირგიზმა დეპუტატებმა 20 დეკემბერს საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ყირგიზეთის ეროვნულ დროშას ცვლის. პრეზიდენტის სადირ ჯაფაროვის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მზის ტალღოვანი ყვითელი სხივები წითელ ველზე, რომელიც გამოსახულია ამჟამინდელ დროშაზე, მზესუმზირას ჰგავს. ჯაფაროვი ახლა, სავარაუდოდ, მოაწერს ხელს კანონპროექტს, რომელიც, დეპუტატების თქმით, მზის სხივების „გასწორებით“ საშუალებას მისცემს, რომ დროშაზე არსებული გამოსახულება მზეს უფრო დაემსგავსოს.   

ყირგიზეთში, ყოფილ "ვაგნერელს" უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყირგიზეთის მოქალაქეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. განაჩენი ნარინის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. 27 წლის კაცი რუსეთის ციხეში, პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს" შეუერთდა. ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ყირგიზეთში ყოფილი ვაგნერელების წინააღმდეგ აღძრეს. ინფორმაციას BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს. ყირგიზეთის მოქალაქე გასული წლის აგვისტოში სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს. 2023 წლის მაისში ბიშკეკის მკვიდრს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სამი თვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ეს სასჯელი გააუქმა და საქმე განსახილველად საოლქო სასამართლოს გადაუგზავნა.  

ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ყაზახეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მოსახლეობამ მიწისძვრის გამო სახლები დატოვა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება. Reuters-ის ცნობით, განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.    

ყირგიზეთი და ავღანეთი ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობას განიხილავენ

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყირგიზეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრმა, დანიარ ამანგელდიევმა ავღანეთის მაღაროებისა და ნავთობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ შაჰაბუდინ დელავართან დისკუსია გამართა. მხარეებმა თანამშრომლოების სფეროებზე იმსჯელეს. შეხვედრა ქაბულში გაიმართა. ასევე განიხილებოდა საბადოების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, რკინის მადნის, ანტიმონისა და ნავთობის მოპოვების თემები. მხარეებმა გამოხატეს ინტერესი მოპოვების სექტორში და ნავთობისა და გაზის მრეწველობაში თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ამ სფეროებში გამოცდილების აქტიური გაცვლის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორივე ქვეყნის სპეციალისტებისთვის ერთობლივი ტრენინგ-სემინარების ჩატარების შესაძლებლობას. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს, ხელი შეეწყოს საუკეთესო პრაქტიკისა და ტექნოლოგიების გაცვლას, რაც ხელს შეუწყობს ამ სექტორებში უფრო ეფექტიან ოპერაციებს.   

თურქეთმა და ყირგიზეთმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გააძლიერეს

თურქეთმა და ყირგიზეთმა ერთობლივ ეკონომიკური კომისიის (JEC) პროტოკოლს და მასთან დაკავშირებულ 62-მუხლიან სამოქმედო გეგმას მოაწერე ხელი. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეტ ილმაზი და ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე აკილბეკ კაპაროვი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვდნენ. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, სამოქმედო გეგმა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმის გარდა, ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის 1992 წლის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შეთანხმებას ცვლის.  

ყირგიზეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი მიიღო

ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ყირგიზეთის რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.“ კანონპროექტს მხარი 66-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 5 დეპუტატმა იყო. როგორც ადგილობრივი მედია წერს, კანონპროექტის კენჭისყრა რამდენიმე წუთში გაიმართა და პარლამენტის არცერთ წევრს შეკითხვა არ დაუსვამს. ახლა კანონის მისაღებად მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ყირგიზი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ, რუსეთის კანონის თითქმის იდენტურია. მათ მოუწოდეს კანონმდებლებს, უკან გაეწვიათ კანონპროექტი. ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანონი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იყო საჭირო. კანონის თავდაპირველი ვერსია პატიმრობასაც ითვალისწინებდა, თუმცა ხსენებული მუხლი კანონპროექტიდან 20 თებერვალს ამოიღეს. კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას გულისხმობს. BBC: ყირგიზეთმა შესაძლოა, მალე მიიღოს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულის მსგავსია  

ყირგიზეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკაონ რუსეთში გამგზავრებისგან

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის მოქალაქეებს, აუცილებელი თუ არ არის, თავი შეიკაონ რუსეთში მოგზაურობისგან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაკიტ კადიროვმა რადიო თავისუფლების ყირგიზეთის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გააძლიერეს კონტრტერორისტული ზომები და გაამკაცრეს სასაზღვრო შემოწმება. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს თავის მოქალაქეებს, გადადონ რუსეთში მოგზაურობა ვიდრე ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.  

ყირგიზეთი მკითხავებისა და ექსტრასენსების რეკლამის აკრძალვას გეგმავს

ყირგიზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, რესპუბლიკაში მკითხავებისა და ექსტრასენსების რეკლამა აიკრძალება. უწყების ცნობით, დოკუმენტის ინიციატორი 25 დეპუტატი იყო. კანონპროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა მარლენ მამატალიევმა აღნიშნა, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეები ხშირად მიმართავენ ექსტრასენსებსა და მკითხავებს, რომლებიც ზებუნებრივი შესაძლებლობების დახმარებით ჰპირდებიან ხალხს მათი პრობლემებისგან გათავისუფლებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეების ცნობიერების მანიპულირების შეჩერებას. „სასოწარკვეთილი ადამიანი მზადაა, დაუჯეროს ყველას, ვინც ყველა პრობლემის აღმოფხვრას ჰპირდება. ამ გრძნობებზე თამაშობენ ეგრეთ წოდებული ჯადოქრები და ექსტრასენსები. მათ აქვთ ხალხის ცნობიერების მანიპულირების დიდი გამოცდილება. სამწუხაროა, იმის დანახვა, რომ მაღალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერული პროგრესის ეპოქაში ბევრი მოქალაქე ერევა ე.წ. ექსტრასენსებისა და ჯადოქრების ხრიკებში,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტი ძალაში შესვლამდე სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. ამის შემდეგ ის ხელმოწერისთვის პრეზიდენტს ეგზავნება . პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ კანონი ძალაში შედის.  

ყირგიზეთის პრეზიდენტმა "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონს ხელი მოაწერა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა სამშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლს აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჯაფაროვის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი შექმნილია იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა უფრო გამჭვირვალე იყოს. „კანონი, რომელიც 2012 წლის რუსეთის კანონის მსგავს დებულებებს და ენას იყენებს, დამატებით ანგარიშვალდებულებებს აწესებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც „პოლიტიკურ“ საქმიანობით არიან დაკავებულნი,“ წერს Reuters-ი. უფლებადამცველი ორგანოები ამ კანონპროექტს აკრიტიკებენ და მას არასამთავრობოების შემზღუდავად მიიჩნევენ. კანონპროექტი ცენტრალური აზიის ქვეყნის ხელისუფლებას უფრო დიდი დოზით ზედამხედველობის უფლებამოსილებებს ანიჭებს და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის სანქციებს ითვალისწინებს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) თებერვალში გააფრთხილა ყირგიზეთი, რომ კანონპროექტის მიღება „უმეტესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, უფლებადამცველებსა და ყირგიზეთის მედიაზე.“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ კანონის მიღებით და რომ ის საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას. „ეს არის ყირგიზეთის მთავრობის ქმედებების უახლესი სერია, რომელმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას," - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. ყირგიზეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი 14 მარტს მიიღო.  

აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ

აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი ერთობლივი გეგმის მიხედვით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში, ოპერატიულ-ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Бірлестик (ერთობა) - 2024“-ის დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის დელეგაცია, განიხილეს სწავლების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები და შესასრულებელი ამოცანები. 2024 წლის ივლისში, ყაზახეთის რესპუბლიკის ოიმაშის საწვრთნელ მოედანზე, ასევე ტოკმაკის კონცხზე კასპიის ზღვის აკვატორიაში გასამართი სწავლების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: „საბრძოლო წვრთნის ამოცანების შესრულება შეიარაღებული კონფლიქტების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის.“