„ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს, ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას გააკეთა.
შესაბამის ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ ვაპირებთ, შევცვალოთ ახლო აღმოსაველთი. ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და მათ ძალით დავამარცხებთ,“ - აღნიშა ნეთანიაჰუმ.