აშშ-ის საჰარეო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი ირანს აფრთხილებს, არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში და აცხადებს, რომ არ სურს კონფლიქტის გაფართოება, რადგან ლიბანის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელს რაკეტები ესროლა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანი თანამონაწილე იყო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არ გააჩნია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ირანის უშუალო მონაწილეობაზე ისრაელში პალესტინის ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმებში.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისადმი, ჩარლზ ბრაუნმა, უპასუხა: „არ ჩაერთოს.“
„ჩვენ გვსურს, გავაგზავნოთ საკმაოდ ძლიერი გზავნილი. ჩვენ არ გვინდა ეს გაფართოვდეს და იდეა არის ის, რომ ირანმა ეს გზავნილი ხმამაღლა და ნათლად მიიღოს,” – განაცხადა ბრაუნმა Reuters-ის ცნობით.