ცუდი ამინდის მიუხედავად, უკრაინული ძალები დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და ბახმუტის მახლობლად, წინ მიიწევენ. ამის შეახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უკრაინული მხარის ცნობებს ეყრდნობა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, ტავრიის ჯგუფის წარმომადგენელი მიუთითებს წინსვლაზე ვერბოვეს დასავლეთით (ორიხივიდან სამხრეთით 18 კილომეტრში, ზაპოროჟიეს ოლქში) და კლიშჩიივკასა და ანდრიივკის მახლობლად, ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით. ამ პროგრესის შესახებ ცნობების ფონზე, რუსი სამხედრო კომენტატორები აცხადებდნენ, რომ ფრონტის მახლობლად ძლიერი წვიმა ზღუდავს სამხედრო ოპერაციებს. ერთ-ერთ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამინდმა შეაფერხა ხილვადობა, რამაც ხელი შეუშალა როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ძალების მიერ სადაზვერვო თვითმფრინავების გამოყენებას. სხვა მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტალახიანი გზის პირობები ხელს უშლის მანქანების მოძრაობას.
ISW-მ აღნიშნა, რომ ამინდის პირობები განსხვავდება ფრონტის სხვადასხვა სექტორში, მაგრამ მთლიანობაში პირობები უარესდება. უკრაინის აღმოსავლეთის ძალების სპიკერმა, ილია ევლაშმა განაცხადა, რომ ლიმან-კუპიანსკის მიმართულებაზე, ავიაციასა და უპილოტო თვითმფრინავებზე რუსული ჯარების დამოკიდებულება ძლიერმა წვიმამ შეზღუდა.
ISW ადრე იტყობინებოდა, რომ ზამთრის სეზონი არ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას, თუმცა ის გარკვეულ ოპერაციებს გამოწვევას შეუქმნის.