უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბუქარესტში ჩავიდა.
ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ზელენსკი თავის რუმინელ კოლეგას კლაუს იოჰანისს შეხვდება, რათა განიხილოს შემდგომი სამხედრო თანამშრომლობა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში და ურთიერთობები მოკავშირეებთან.
„უპირველეს ყოვლისა, უკრაინა მადლობას უხდის რუმინეთს მისი გულწრფელი და ფართომასშტაბიანი დახმარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვას,“ - განაცხადა ზელენსკიმ ტელეგრამ არხის საშუალებით.
ზელენსკის ვიზიტი რუმინეთის მოსაზღვრე უკრაინის ოდესის ოლქის პორტსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უწყვეტი თავდასხმების ფონზე შედგება. რუსული თვითმფრინავების ნამსხვრევები სულ მცირე სამჯერ იპოვეს რუმინეთში, რასაც ბუქარესტის მხრიდან უსაფრთხოების ახალი ზომების მიღება მოჰყვა.
„მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები განზრახ არ არის მიმართული რუმინეთზე, ეს "მიუღებელია," - განაცხადა კლაუს იოჰანისმა რუსული დრონის ნამსხვრევების პოვნის საკითხის კომენტირებისას.