რუსეთში, კემეროვოს რეგიონის ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, კემეროვოს რეგიონის ქვანახშირის მაღაროში ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის ფოლადის წარმოებას კომპანია „ევრაზი“ აკონტროლებს.


მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან და მათ შენობის დატოვება დროულად შეძლეს.

რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში მაღაროში 250-ზე მეტი მაღაროელი იმყოფებოდა.

Reuters-ი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა მაღაროელის ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


რუსეთის ქვანახშირით მდიდარი კემეროვოს რეგიონისთვის კატასტროფები უცხო არ არის. 2007 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე საშინელი უბედური შემთხვევა მოხდა, როდესაც ულიანოვსკაიას მაღაროში აფეთქებამ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2010 წელს რასპადსკაიას მაღაროში აფეთქებებმა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2021 წელს კიდევ ერთმა აფეთქებამ 51 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.