დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
122 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტი მოიცავს მრავალფეროვან სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იყოს ნაღმების ველების გასარღვევად, ასევე მრავალფუნქციური MSI-DS Terrahawk Paladin-ის უზრუნველყოფა, დისტანციური მართვის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც ასევე აქვს სახმელეთო საფრთხეებისგან დაცვის შესაძლებლობა.
ზუსტი დეტალები პაკეტის დანარჩენი შინაარსის შესახებ ჯერ არ არის დაკონკრეტებული. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ მალე გამოაცხადებს 200 აშშ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინისთვის.