ბელგია უკრაინას გადასცემს F-16-ის ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავს, რომელთაგან პირველს კიევი 2025 წელს მიიღებს.
ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლუდივინ დედონდერმა განაცხადა.
მინისტრმა არ დააკონკრეტა იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომლის გაგზავნასაც ბელგია აპირებს.
„ტრანსფერი დამოკიდებული იქნება „ჩვენი ახალი F-35 შესაძლებლობების გაძლიერებაზე,“ - აღნიშნა დედონდერმა. მისი თქმით, უკრაინელი მფრინავები ტრენინგს გაივლიან ბელგიაში, დანიასა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანაში.