ზამთრის დადგომამდე უკრაინის გაზის მარაგები მიწისქვეშა საცავებში 16 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს - „ნაფტოგაზი“

უკრაინის სს „ნაფტოგაზი“ ელოდება, რომ ზამთრის დადგომამდე ბუნებრივი აირის მარაგი ქვეყნის მიწისქვეშა საცავებში 16 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. ამის შესახებ „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ წელს უკრაინის მიერ წარმოებული ბუნებრივი აირის რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა.


ოლექსი ჩერნიშოის თქმით, „ნაფტოგაზი“ ასევე მუშაობს თავისი ობიექტების რუსული თავდასხმებისგან დასაცავად. 

უკრაინის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, უკრაინას მომავალი გათბობის სეზონისთვის საკუთარი გაზი პირველად ექნება.