ისრაელის შემდეგ ბლინკენი კიდევ ხუთ ქვეყანას ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, არაბთან გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და იორდანიას ეწვევა. ამის შესახებ ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება, და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად,” - განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, შეხვედრებზე ის ასევე ისაუბრებს უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და უსაფრთხო რეგიონის მიღწევის გზებზე.


ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში კატარი მედიატორობას ცდილობდა მოლაპარაკებას ღაზის სექტორში ტყვეობაში მყოფი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებაზე, ისრაელის ციხეებიდან 36 ქალის გამოშვების სანაცვლოდ.


კატარმა დაადასტურა, რომ ის მედიაციის საუბრებში მონაწილეობდა, მაგრამ Reuters-თან საუბარში ისრაელის წარმომადგენელმა უარყო რომ რაიმე სახის მოლაპარაკებების მიმდინარეობა.

ცნობისთვის, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა.

„ჩვენ მივმართავთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ. უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში,“ - განაცხადა ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს.