საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ელჩთან შეხვედრის შემდეგ შტატებთან ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას უსვამს ხაზს.
„საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩისგან, რობინ დანიგენისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ე.
- საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
- აშშ-ის ახალი ელჩის 4 პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია