დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აპირებს, გააძლიეროს თავისი სამხედრო ყოფნა ჩრდილოეთ ევროპაში, მათ შორის მომავალ წელს რეგიონში 20,000 ჯარისკაცის განლაგებით. დიდი ბრიტანეთის მიზანია, რუსული დივერსიის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას დაეხმაროს.
ბრიტანეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 000 ჯარისკაცს, დამატებით, სამეფო საზღვაო ძალების რვა ხომალდს, თვითმფრინავების და სამხედრო ვერტმფრენების ჯგუფს გაგზავნოს, რათა დაეხმაროს საპოლიციო მისიას და თავიდან აიცილოს საფრთხე რუსეთის მხრიდან.