აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანანი ენტონი ბლინკენი დღეს ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიასა და კატარში. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ შეხვედრაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების მცდელობის საკითხი, ომის გაფართოების თავიდან აცილების გზები და ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს.

ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებისა და თვითგამორკვევის უფლებას. შეხვედრაზე განიხილეს გზები ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა ისრაელი ატარებს ლეგიტიმური უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად,“ – ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება იორდანიის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისადმი. გამოხატა მადლიერება იორდანიის განსაკუთრებული როლისთვის იერუსალიმსა და რეგიონში სტაბილურობისთვის.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ისრაელე „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმა დაგმო. აბასს ასევე დეტალურად ესაუბრა აშშ-ის ძალისხმევაზე, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის გაფართოება. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება პალესტინის ხელმძღვანელობასთან და ხალხთან თანამშრომლობისადმი, რათა უსაფრთხოება ყველასთვის იყოს უზრუნველყოფილი.


მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

მედიის ცნობით, ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.


ბლინკენმა ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაშავებისგან თავის არიდებასა და უსაფრთხო ზონების შექმნისკენ მოუწოდა კატარში გამართული პრესკონფერენციიდან.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა „ღაზაში სამოქალაქო პირებს ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოთ“ და ისრაელს მოუწოდა, მიიღოს „ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.“


„ვაცნობიერებთ, რომ ღაზაში ბევრი პალესტინელი ოჯახი იტანჯება საკუთარი ბრალის გარეშე, და რომ პალესტინელმა სამოქალაქო პირებმა სიცოცხლე დაკარგეს… ჩვენ ვგლოვობთ ყველა მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას - ისრაელელის, პალესტინელის, ყველა რწმენისა და ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქის, რომლებიც დაიღუპნენ,“ - განაცხადა ბლინკენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელთან და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ღაზაში მშვიდობიანი პირებისთვის „უსაფრთხო ზონების” შექმნაზე მუშაობს.

„ამის დეტალებზე ვმუშაობთ და მეტი ითქმება უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ჩვენთვის პრიორიტეტია,” - განაცხადა ბლინკენმა.