Reuters-ი იუწყება, რომ სამხრეთ ლიბანში მისი ოპერატორი მოკლეს.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი ოპერატორი, ისამ აბდალა მოკლეს. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ვეძებთ დამატებით ინფორმაციას, ვმუშაობთ რეგიონის ხელისუფლებასთან და ისამის ოჯახისა და კოლეგების გვერდით ვდგავართ," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
განახლება: ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, რომელსაც ჟურნალისტის დაღუპვის შესახებ ჰკითხეს, მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მომხდარს იძიებენ. Reuters-ის ჟურნალისტის დაღუპვის გარდა, დაშავდა კიდევ ექვსი ადამიანი - მათ შორის, AFP-ის სააგენტოს ორი რეპორტიორი. 14 ოქტომბერს ისრაელმა ლიბანში, "ჰეზბოლას“ ობიექტს დარტყმა მიაყენა, რაც ისრაელის არმიის თანახმად, პასუხი იყო ლიბანის სამხრეთიდან „ისრაელის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტების შეღწევასა“ და ისრაელის დრონისთვის ცეცხლის დაშენაზე, იტყობინება Reuters-ი.
"ჰეზბოლა" ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც საფრთხეს წარმოადენს ისრაელისთვის "მეორე ფრონტის" გახსნის საშიშროების მხრივ. „ჰეზბოლას“ ისრაელი, აშშ და კანადა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.