ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტულაზე ლიბანიდან თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.
თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით განხორციელდა.
ლიბანის ტერიტორიიდან ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით კიდევ ერთი დარტყმა ჩრდილოეთ საზღვარზე, სამხედრო პოზიციას მიაყენეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ლიბანში, თავდასხმის ადგილზე საპასუხო დარტყმას ახორციელებენ.