ვლადიმერ პუტინი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება.

პუტინი პეკინში 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ „სარტყლისა და გზის“ ფორუმს დაესწრება.


Reuters-ი წერს, რომ ეს იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში, მისი დაკავების ორდერი გასცა.

შეერთებული შტატები ჩინეთს მეტოქედ და გამოწვევად მიიჩნევს, რუსეთს კი, ველაზე დიდ ნაციონალურ საფრთხედ თვლის.