ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, აშშ-ისთვის 21-ე საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ამერიკისთვის, როემლსაც უნდა გაუმკლავდეს.
„ზოგიერთი ქვეყანა ჩვენთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ამავდროულად სერიოზული კრიზისია, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის იემენში, ეთიოპიასა და ბირმაში", - აცხადებს ბლინკენი.
თუმცა, მისი თქმით, მთავარი გამოწვევა მაინც ჩინეთია და აშშ ამ პრობლემას ძალის პოზიციით უნდა მიუდგეს.
"ჩინეთი სულ სხვა სახის გამოწვევაა. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს, რათა სერიოზულად დაუპირისპირდეს სტაბილურ და ღია საერთაშორისო სისტემას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.