Reuters-ი ავრცელებს ინფორმაიას, რომ ეგვიპტე, ისრაელი და აშშ სამხრეთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილებას ემთხვევა, განაცხადა ორშაბათს ეგვიპტის უსაფრთხოების ორმა წყარომ. წყაროების თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე საათს გაგრძელდება, მაგრამ ზუსტი ხანგრძლივობის შესახებ უცნობია.
ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა, იმისთვის, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს.
რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მცირე დროით გაიხსნება, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, ღაზას სექტორში კი, დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.