რომის პაპ ფრანცისკეს წარმომადგენელმა იერუსალიმში, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა მზადაა, ღაზის სექტორში ჰამასის მიერ მძევლად მყოფ ისრაელელ ბავშვებს ჩაენაცვლოს.
„მზად ვარ გაცვლისთვის. ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ, თუ ამან შეიძლება, ბავშვები სახლში დააბრუნოს. ჩემი მხრიდან სრული მზადყოფნა იქნება," - განაცხადა კარდინალმა Reuters-ის ცნობით.
ის მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ტყვეების გათავისუფლებაა, სხვა შემთხვევაში კი, კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია.
კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა რომის კათოლიკურ ეკლესიას წარმოადგენს ისრაელში, პალესტინურ ტერიტორიაზე, იორდანიასა და კვიპროსში, რეგიონში, სადაც დაახლოებით, 300,000 კათოლიკე ცხოვრობს.