ბლინკენი ისრაელს მხარდაჭერას უდასტურებს, ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ხანგრძლივ ომზე“ მიუთითებს

ორშაბათს თელ-ავივში ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ ისრაელს ყოველთვის ექნება აშშ-ის მხარდაჭერა.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს აქვს „ღრმა ვალდებულება ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას თავისი ხალხი“.

გალანტი თავის მხრივ, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნება.

ამასთან, მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მეორე შეხვედრის დროს დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა "ჰამასის" ტერორიზმისგან დასაცავად. ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან ასევე განიხილა შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონალურ პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.