საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ყველა მოსამართლეს უნდა სხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.
ზურაბიშვილი პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას დაესწრება. მან მიმართა ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას გარეთ დადგნენ.
„პარლამენტშიც მივალ. სხვათა შორის მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა ვურჩიო, ყველას გადასაწყვეტია, მე ვერაფერს და ვერავის ვუკარნახებ, მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, სურათი იყოს ძლიერი, გარეთ დადგნენ. დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამიტომ ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვგრძნობდა ვიცი, რომ ქვეყანაში არსებობს დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.