ბრიუსელმა თავდასხმის შემდეგ, ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმუმამდე გაზარდა

ბრიუსელმა ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს დონემდე გაზარდა. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბელგია-შვედეთს შორის შეჩერებულია და გულშემატკივრებს მოუწოდეს, რომ სტადიონზე დარჩნენ.


მანამდე ბელგიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე მიმალვაშია. პროკურორები ამბობენ, რომ სროლას ტერორიზმად განიხილავენ.