გერმანიის კანცლერმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო და პირობა დადო, რომ ებრაელებს დაიცავს.
პოლიციის ცნობით, ბერლინის ცენტრში დაუდგენელმა პირებმა აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი სინაგოგას ესროლეს.
მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ინციდენტები გახშირდა.