ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. საუბარია სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცის, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებზე.
აეროპორტებიდან რამდენიმემ ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ მიიღო, ზოგან კი, ეჭვი მიტოვებული ბარგის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ISIS-თან დაკავშირებულმა პირმა ჩრდილოეთ ქალაქ არასში მასწავლებლის დანით დაჭრა. ამის შემდეგ, ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო, ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა.