თეგი: ევაკუაცია

უცხოური მედია: რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო

რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ The Times Of Israel-ი წერს. მათივე ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, „ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდონ დაძაბულობის ცენტრებს“. არსებული ინფორმაციით, საელჩოში 10-ზე ნაკლები თანამშრომელი დარჩება იმ შემთხვევისთვის, თუ მოქალაქეებს ადგილზე დასჭირდებათ წარმომადგენლობის დახმარება.

აშშ: ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ევაკუაციის გამოცხადება მოსკოვის ცინიკური ნაბიჯია

აღმოსავლეთ უკრაინაში ევაკუაციის გამოცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვის მხრიდან ცინიკურ ნაბიჯად აფასებს. „მსგავსი განცხადებები არის შემდგომი მცდელობა, ტყუილითა და დეზინფორმაციით გადაფარონ, რომ რუსეთი აგრესორია ამ კონფლიქტში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა. დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს. ოკუპირებული დონეცკის გარდა ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა. განცხადების თანახმად, „საკონტაქტო ხაზზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რესპუბლიკის ტერიტორიების ხელმძღვანელებს დაავალა, უზრუნველყონ მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია და დაეხმარონ მოსახლეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მისვლაში.“ პასეჩნიკმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია მზად არის, უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და განთავსება თავის ტერიტორიაზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლები”. სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ რეგიონებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

NATO-ს კიევიდან პერსონალი გაჰყავს

NATO უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლებს უკრაინის დედაქალაქიდან გაიყვანს. იტყობინება Reuters-ი NATO-ს ოფიციალური პირზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება პირველად ნორვეგიულმა გაზეთმა VG-მ გაავრცელა. „ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია, ამიტომ პერსონალი გადაიყვანეს ლვოვსა და ბრიუსელში. უკრაინაში NATO-ს ოფისები ფუნქციონირებს“, - განუცხადა Reuters-ს ოფიციალურმა პირმა, თუმცა არ დააკონკრეტა მათი რაოდენობა და პოზიციები. ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის შესახებ. რამდენიმე სხვა ქვეყანამ ასევე გადაიყვანა დიპლომატები დედაქალაქიდან. უკრაინაში NATO-ს ოფისები მუშაობას განაგრძობენ.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი: უკრაინაში, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, ერთ დღეში 4 553 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაში, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, 4 553 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. "მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან ზაპოროჟიემდე 3 425 ადამიანი ჩავიდა. ასევე, წარმატებით განხორციელდა 529 მოქალაქის მელიტოპოლიდან ევაკუაცია", - განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან, სადაც აშშ-ის კონგრესი მდებარეობს, მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს. ევაკუაციის მიზეზი გახდა თვითმფრინავი, რომელიც კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარეობდა და პოტენციურ საფრთხედ შეფასდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავს აშშ-ის ჯარის პარაშუტით მხტომელთა ქვედანაყოფის წევრები გადაჰყავდა. 

ზელენსკიმ მარიუპოლის ევაკუაციის საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, რომ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. „[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინთან მოლაპარაკების წინა დღეს მე ხაზგასმით აღვნიშნე მარიუპოლიდან, მათ შორის აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციისა და დატყვევებულების დაუყონებლივ გაცვლის აუცილებლობაზე. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაემუქრა რაიმე მოლაპარაკებიდან გასვლით, თუ რუსული ჯარები გაანადგურებდნენ ბოლო უკრაინელ დამცველებს, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში - მარიუპოლში მდებარე დიდ ინდუსტრიულ ზონაში არიან ჩარჩენილები. თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან და ერდოღანმა მთავარი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის მცდელობაში. ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების რაუნდი გასულ თვეს, სტამბოლში გაიმართა. გაეროს გენერალური მდივანი ანტორნიო გუტერეში მოსკოვსა და კიევში ვიზიტების წინ თურქეთში მიემგზავრება. გუტერეში ორშაბათს ეწვევა თურქეთის დედაქალაქს, სადაც მას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიღებს. გაეროს დესპანმა მარტინ გრიფითსმა 18 აპრილს განაცხადა, რომ თურქეთი ღირებული მასპინძელია უკრაინასა და რუსეთს შორის ჰუმანიტარული მოლაპარაკებებისთვის. ასევე 18 აპრილს, ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება.  გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 28 აპრილს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 26 აპრილს მოსკოვში ჩადის, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან პოლონეთში 2,9 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა

2,9 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა უკრაინიდან პოლონეთში ომის დაწყების შემდეგ, ამის შესახებ პოლონური მხარე იუწყება. ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და უკრაინაში მიმავალთა რაოდენობა გაიზარდა. შაბათს უკრაინაში პოლონეთიდან უფრო მეტი ადამიანი შევიდა (21100), ვიდრე პირიქით (15100). საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან უკრაინაში 847 000 ადამიანი შევიდა პოლონეთიდან. ლტოლვილთა კრიზისის მწვერვალზე, 6 მარტს, 142,300 ადამიანი წავიდა უკრაინიდან პოლონეთში. ომამდე უკრაინიდან პოლონეთში საზღვრის გადაკვეთის საშუალო დღიური რაოდენობა 16800-ს შეადგენდა. ლტოლვილთა ნაწილმა უკვე დატოვა პოლონეთი. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინის ვიცე-პრემიერი: მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების მცდელობა ჩაიშალა

სამხრეთ-აღმოსავლეთის განადგურებული ქალაქ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის გავლით მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის მცდელობები კიდევ ერთხელ ჩაიშალა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა დღეს განაახლა თავდასხმები ფოლადის ქარხანაზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლის დაუყონებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო.  მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ოლექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაცია ორშაბათს კვლავ იგეგმება

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაცია ორშაბათს კვლავ იგეგმება. მანამდე ვერეშჩუკმა რუსეთი საკუთარი პარალელური დერეფნის მოწყობაში დადანაშაულა, რომლითაც მარიუპოლის მოსახლეობა რუსეთის ტერიტორიაზე გასვლა შეძლებდა. უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, დღეს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების მცდელობა ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა დღეს განაახლა თავდასხმები ფოლადის ქარხანაზე. „აზოვსტალის“ ქვეშ განლაგებულ გვირაბებს უკრაინის 2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი აფარებს თავს. არ იგეგმება იმ სამოქალაქო პირების ევაკუაცია, რომლებიც გავრცელებული ცნობებით, თავს აფარებენ მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიას. როგორც იუწყებიან, აქ კვლავაც არიან განთავსებულნი უკრაინის ქვედანაყოფები, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ოლექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

გაეროს ცნობით, პუტინი აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“

გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაეროს ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს პოზიცია გაიმეორა და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები განიხილა. გაეროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. ანტონიო გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მარიუპოლიდან უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 150 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული. უკრაინული მედია წერს, რომ ქალაქში რჩება დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე. სავარაუდოდ, დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს მასობრივ საფლავში მარიუპოლის გარეუბანში, სოფელ ვინოჰრადნეში. მანჰუშში კი, შესაძლოა, რუსების მიერ მოკლული 3000-დან 9000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაკრძალული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა მოითხოვეს ბრძოლების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დატოვონ სამხრეთ საპორტო ქალაქი. საკუთარ განცხადებაში წითელი ჯვარი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარის გამო. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ  ანტონიო გუტერეში: პრეზიდენტო პუტინო, კაცობრიობის სახელით მოგმართავთ, დააბრუნეთ თქვენი ჯარები რუსეთში ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს ანტონიო გუტერეში რუსეთში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება უკრაინა: მარიუპოლის მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს

უკრაინა: „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 20 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

 „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან შაბათს საღამოს, 30 აპრილს, 20 ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. „ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადაყვანილნი იქნებიან ზაპორიჟჟიაში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა. „მთელი ღამე მტრის არტილერია ბომბავდა ადგილს", - აღნიშნა პალამარმა. მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. უკრაინა ქარხანაში მყოფი ყველა კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადაყვანას მოითხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაერო და წითელი ჯვარი ადასტურებენ, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

გაეროს სპიკერმა დაადასტურა, რომ სამხრეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია მიმდინარეობს. ამასთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფოლადის ქარხანა გუშინ 20-მა ადამიანმა დატოვა. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამრეწველო კომპლექსში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. თუმცა წყლის, გაზისა და კომუნიკაციების გარეშე, დაახლოებით 100,000 მოსახლე ცხოვრობს, რომელიც რუსეთის თავდასხმების დროს მძიმედ დაიბომბა.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   ამავე თემაზე უკრაინა: „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 20 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა    

ვოლოდიმირ ზელენსკი: აზოვსტალს პირველი 100-კაციანი ჯგუფი ტოვებს

უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან ქალაქ მარიუპოლში, რომელიც დაახლოებით 100-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. მისი თქმით, ისინი ხვალ ქალაქ ზაპორიჟიეში ჩავლენ. „მადლობა ჩვენს ჯგუფს. ახლა ისინი გაეროსთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. შეგახსენებთ, გაერომ და წითელმა ჯვარმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. BBC-მ გაავრცელა 29 აპრილს გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომლებიც ფოლადის ქარხნის დაზიანებას ასახავს. გენერალური მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, 26 აპრილს, გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამრეწველო კომპლექსში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. თუმცა წყლის, გაზისა და კომუნიკაციების გარეშე, დაახლოებით 100,000 მოსახლე ცხოვრობს, რომელიც რუსეთის თავდასხმების დროს მძიმედ დაიბომბა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე უკრაინა: „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 20 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მორიგი ეტაპი დაიწყო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და წითელი ჯვარი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის მესამე ოპერაციას იწყებენ, განაცხადა გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC გუტერეშმა განაცხადა, რომ ეს მესამე ასეთი ოპერაციაა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიმედოვნებთ, გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას „აზოვსტალიდან“ „ჯერჯერობით, საერთო ჯამში, თითქმის 500 მშვიდობიანმა მოქალაქემ იგრძნო ნანატრი შვება მას შემდეგ, რაც დაუნდობელი დაბომბვის ქვეშ, წყლის, საკვებისა და სანიტარული საშუალებების მწირი ხელმისაწვდომობის პირობებში ცხოვრობდა,” - განაცხადა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირინა ვერეშჩუკი: „აზოვსტალიდან“ თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება

უკრაინის ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან, თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება. „ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილების გამოყვანას. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ ისინი 12 მაისს შეხვდნენ რუსეთის მხარეს. ასევე გაეროს წარმომადგენლებთან მოვილაპარაკეთ და მათ მანდატი გადავეცით. ჩვენი სურვილია ხელი მოეწეროს დოკუმენტს, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა. ამასთან ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში, შუამავალია თურქეთი. მისი თქმით, სპეცოპერაციას ექნება რამდენიმე ეტაპი, მათ შორის პირველია მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ

„აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“

„აზოვის“ პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ  დაასახელა უკრაინის მხარის პირობები, რომლის თანახმადაც, „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი მეომრების ევაკუაცია განხორციელდა. „მარიუპოლის დაცვის 86-ე დღეს, უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე: მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და დაღუპულები“, - აღნიშნა პროკოპენკომ. მისი თქმით, მოხერხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. „მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება - მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლით და გადაყვანით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხებათ დაღუპულ გმირებს, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს პატივით დაკრძალოს თავისი გმირები“, - განაცხადა პროკოპენკომ. 17 მაისს, უკრაინამ „აზოვსტალის“ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები. რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ  შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ.  აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კერძო თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჯო ბაიდენის და მისი მეუღლის ევაკუაცია განხორციელდა

დელავერის რეზიდენციიდან, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ დელავერში (Rehoboth Beach), აკრძალულ საჰაერო სივრცეში პატარა კერძო თვითმფრინავი შეცდომით შევიდა. იუწყება Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით. „თვითმფრინავი მაშინვე გამოიყვანეს საჰაერო სივრციდან, განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერმა ენტონი გულიელმიმ. მისი თქმით, პილოტი, რომლის ვინაობა არ არის დასახელებული, გამოიკითხება. „წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პილოტი არ მიჰყვებოდა NOTAMS-ს (შეტყობინება საჰაერო ხომალდებს), რომელიც იყო შეტანილი და არ მისდევდა გამოქვეყნებულ ფრენის მითითებებს“, - აღნიშნა სპიკერმა. შემთხვევა, რომელიც ღამის პირველ საათამდე მოხდა, „რეჰიბოთ ბიჩის“ ცენტრში, რომელიც როგორც წესი, შაბათ-კვირას დატვირთულია, დაბნეულობა გამოიწვია. საიდუმლო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ უსაფრთხოების ზომები მიღებულია და პრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება.

უკრაინიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია არ იგეგმება თბილისი კიევიდან საქართველოს საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას არ გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ამ თემაზე საუბარი მქონდა და დავარწმუნე, რომ ჩვენ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციას არ ვაპირებთ, საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს. ისინი მუდმივ კომუნიკაციის რეჟიმზე არიან ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ყველა სტრუქტურაში, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ საელჩომ გამართულად იფუნქციონიროს და სრულფასოვნად იყოს წარმოდგენილი სწორედ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში. ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მხარდაჭერის დემონსტრირება და ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული. მინისტრმა ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ჩვენ საელჩოს ვინარჩუნებთ და არ ვახდენთ მათ ევაკუაციას ამ მეტად მძიმე დროს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დონეცკის ოლქში სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო

დონეცკის ოლქში სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „პირველი მატარებელი კროპივნიცკიში დღეს დილით ჩამოვიდა. ქალები, ბავშვები, მოხუცები...ყველას დახვდნენ და დააბინავეს, ყველას დაეხმარნენ", - წერს ვერეშჩუკი. უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქის არაოკუპირებული რაიონებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს 29 ივლისს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც დონეცკის რეგიონიდან ადამიანების ევაკუაციას უზრუნველყოფს. მის ხელმძღვანელად ვერეშჩუკი აირჩიეს. შტაბში შედიან სამინისტროების, ძალოვანი უწყებებისა და სამხედრო ადმინისტრაციების წარმომადგენლები. დონეცკის რეგიონის დაუსახლებელ რაიონებში მცხოვრებთა ევაკუაცია სავარაუდოდ, გათბობის სეზონის დაწყებამდე გაგრძელდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონბასის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვარკეთილში კორპუსიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის განმარტებით, ევაკუაცია კორპუსის დანგრევის საფრთხის გამო გახდა საჭირო. ამასთან, აცხადებენ, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ მცხოვრებლები გააფრთხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორპუსის ნაწილიც ჩამოინგრა. განახლება 23:00:00 15 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობა სასტუმროში დარჩება, ვიდრე შესაბამისი ფართების მოძიება დასრულდება.

იაპონიაში, ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

იაპონიაში, სიძუოკას პრეფექტურაში ტაიფუნ „მეარის“ მოახლოების გამო 72 ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეფერხდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ევაკუაციის მოთხოვნა საფრთხის მეოთხე დონეს შეესაბამება.  ცნობისთვის, ტაიფუნი „მეარის“ იაპონიისგან სამხრეთით 12 აგვისტოს გაჩნდა.   

ერევანში ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე ევაკუაცია გამოცხადდა

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ მიიღო ინფორმაცია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ყველა მეტროსადგურზე, მნიშვნელოვან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტზე, ყველა სავაჭრო ცენტრში, ზოოპარკში, ასევე, ეკლესიაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვის ძალების კოლექტიური ცენტრის კინოლოგიური და საინჟინრო-სამაშველო ჯგუფები მიემართებიან. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, დღეს ერევნის სავაჭრო ცენტრში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.  

დონეცკის ოლქიდან 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

დონეცკის ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დახმარება 601 ადამიანს გაუწიეს, მათ შორის 15 ბავშვი და 22 ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა Facebook-ზე გამოაქვეყნა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან 9795 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დონეცკის ოლქს, რომელიც ოკუპანტების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, გაზი არ მიეწოდება, აქვს წყალმომარაგების პრობლემაა. დონეცკის ოლქში 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, 1 670 000 ადამიანი ცხოვრობდა.  

უკრაინა: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, 400 000 ადამიანის ევაკუაცია იქნება საჭირო

დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება რომ „საშიშია“, ამაზე უკრაინული მხარე დიდი ხანია, საუბრობს. ეს შიში დღეს გააღვივა უკანასკნელმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ „ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა“. ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა ევაკუაციის გეგმაზე ჯერ კიდევ 18 აგვისტოს ისაუბრა. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს. დღესვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევაკუაციის გეგმა კვლავ განიხილებოდა შესაბმისი სტრუქტურების მიერ. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რამდენი ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო. ამაზე სტარუხი 18 აგვისტოს საუბრობდა. „ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. საუბარია ქალაქებზე: ნიკოპოლი, მარგანეცი, ენერგოდარი, ვასილივკა, დნიპროუდნე და სხვა“, - ამბობდა ოფიციალური წარმომადგენელი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი 25 აგვოსტოს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის ქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურზე, ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს დიდი ხანია, მოუწოდებს, რომ გაიყავნოს თავისი სამხედროები ატომური სადგურის ტერიტორიიდან. შესაბამის განცხადებას საქართველოც შეუერთდა.  

უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება

უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცახდა, რომ უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება. მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისიდან დონეცკის ოლქი სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში 10 000-მა ადამიანმა დატოვა, მათი მესამედი ბავშვები იყვნენ. „უარს ამბობს თუ არა ხალხი? ჯერჯერობით უარი არ ყოფილა. თუმცა ხალხი ამბობს, „მოვაგროვებთ მარცვლეულს“; „მოდით დავიცდით, ვიდრე აცივდება“; ჩვენ კი არ ვიცით, რა გველოდება წინ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა. ვერესჩუკის თქმით, უკრაინის მთავრობა უფასოდ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, განთავსებას, კვებასა და სამედიცინო დახმარებას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს შემდეგ, ხერსონის, დონეცკის, ზაპაროჟიეს, ლუგანსკის ოლქებიდან დაახლოებით 35 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 10 ათასი ბავშვი იყო.  

უკრაინაში, საბრძოლო ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

უკრაინაში, ფრონტის ხაზთან მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.  უკრაინის მთავრობა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ემზადება მანამდე უკრაინის მთავრობამ, დონეცკის რაიონიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის შესახებ განაცხადა. ამ ტერიტორიაზე რუსეთის არმიასთან კონფრონტაცია არ წყდება. მოსახლეობა სახლებს რამდენიმე ხელბარგით ტოვებს. დონეცკის რაიონის მხცოვრებნი უსაფრთხო ადგილს ეძებენ.  პირველ რიგში ქალების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს შემდეგ, ხერსონის, დონეცკის, ზაპაროჟიეს, ლუგანსკის ოლქებიდან დაახლოებით 35 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 10 ათასი ბავშვი იყო.  

ამერიკის საელჩო: ვაფასებთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით

საქართველოში აშშ-ს საელჩო მათ ტერიტორიაზე გამნაღმველების სავარაუდო მუშაობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. აშშ-ის საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით", - ვკითხულობთ განცხადებაში.  მანამდე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს შენობის მიმდებარედ გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ, ხოლო საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.   

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება, მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს

ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების მეთაურმა ვლადიმერ სალდომ მოსკოვს, ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაციაში დახმარება სთხოვა.  ვლადიმერ სალდო, ხერსონის მოსახლეობის ევაკუაციას ყირიმში, კრასნოდარის მხარესა და სხვა რეგიონებში ითხოვს. „წაიყვანეთ თქვენი შვილები და წადით. მივმართავთ ქვეყნის ხელმძღვანელობას, მინდა გთხოვოთ დახმარება მსგავსი სამუშაოების ორგანიზებაში", - აცხადებს  სალდო. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან ხერსონს, ნოვა კახოვკას, ჰოლა პრისტანს და ჩერნობაევკას. მანამდე, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონის პრორუსულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხესონში უკრაინის ჯარების შესვლა გარდაუვალია.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   

ოფიციალური პირის განმარტებით, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ახლა არ დგას

დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამჟამად არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ დედაქალაქის დაახლოებით 3 მილიონიანი მოსახლეობის გადაუდებელი ევაკუაცია განიხილებოდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევის ხელისუფლება სავარაუდოდ, მოსახლეობის ევაკუაციას აპირებდა. მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რომან ტკაჩუკმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების შედეგები მინიმუმამდე დაიყვანოს. ტკაჩუკმა განმარტა, რომ სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მომზადების ფარგლებში, ქალაქის ოფიციალური პირები იძულებულნი არიან, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილონ. „სამოქალაქო დაცვის სისტემა უნდა მომზადდეს სხვადასხვა ვარიანტისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ვემზადებით ევაკუაციის დასაწყებად. სწორი რეაგირებისთვის, ჩვენ უნდა გვქონდეს გეგმა ყველა შესაძლო სცენარისთვის“, - განაცხადა ტკაჩუკმა. მისივე განმარტებით, თითოეულ რაიონში საშუალოდ 100 გათბობის პუნქტი მოეწყობა, რომელიც ზამთარში საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ამოქმედდება. „ისინი განთავსდება სოციალურ დაწესებულებებში, რადგან იქ იქნება გათბობა და ელექტრომომარაგება კრიზისის შემთხვევაში. ეს პუნქტები აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით: გათბობით, განათებით, სველი წერტილებით, სასადილოებით, დასასვენებელი ადგილებით, თბილი ტანსაცმლითა და საბნებით. გარდა ამისა, პუნქტები აღიჭურვება ავარიული დენის გენერატორებით და გამათბობლებით. საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე, სასწრაფო დახმარების პერსონალი დაიწყებს მორიგეობას“, - აღნიშნა რომან ტკაჩუკმა.

კლიჩკოს თქმით, ზამთრის პერიოდში, შესაძლოა, კიევის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდეს

„ეს არის ყველაზე ცუდი ზამთარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გერმანულ გაზეთ Bild-ს განუცხადა. კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ზამთრის პერიოდში „ყველაზე უარესი სცენარისთვის“. „მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ საქმე იქამდე მივიდეს”, - განაცხადა კიევის მერმა.  მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე აფეთქების ხმა ისმოდა დღეს კიევის სხვადასხვა რეგიონში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიუსელდორფში, ტერორისტული საფრთხის გამო, საშობაო ბაზრობის ევაკუაცია განხორციელდა

დიუსელდორფში, ქალაქის ცენტრში საშობაო ბაზრობის ევაკუაცია ტერორისტული საფრთხის გამო განხორციელდა. ამის შესახებ Bild-ი წერს.  ქალაქის ცენტრი გარშემორტყმული იყო პოლიციის კორდონებით, რის გამოც წვდომა მხოლოდ გარკვეულ ქუჩებზე იყო შესაძლებელი.  პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გადაუდებელი ზომები დაკავშირებულია „აბსტრაქტულ საფრთხესთან“. Bild-მა თავისი წყაროებიდან შეიტყო, რომ დაუდგენელმა პირი, სავარაუდოდ, მერიის წინ გამართულ ბაზრობაზე ხალხის ბრბოში სატვირთო მანქანის შეჭრით დაიმუქრა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ბერლინში მომხდარი ტერაქტის დროს, როდესაც თავდამსხმელი საშობაო ბაზრობაზე ხალხში სატვირთო მანქანით შეიჭრა, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტერორისტიც. 2020 წელს, საეჭვო პაკეტების გამო, ბერლინის ბაზრობის ევაკუაცია განხორციელდა.  

„გალერეა თბილისში“ ხანძარი ლოკალიზებულია

„გალერეა თბილისში“ ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. გამოცხადდა ევაკუაცია. არავინ დაშავებულა. ამ დორისთვის „თბილისი გალერეა“ დახურულია. სავაჭრო ცენტრი ხვალიდან განაგრძობს მუშაობას.  

საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

საფრანგეთი სუდანიდან თავისი მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატების, ევაკუაციას იწყებს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. სუდანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო ნიდერლანდებმაც. უწყების ცნობით, მათ სწრაფი ევაკუაციის ოპერაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. „მიმდინარეობს ოპერაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ნიდერლანდები მონაწილეობს იორდანიის გუნდთან ერთად. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჰოლანდიელები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოიყვანონ", - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ. სუდანიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია განხორციელდა. სუდანში არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ დაპირისპირების შემდეგ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.  

ხერსონის რეგიონიდან 366 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

პოლიციის ოფიცრებმა და მოხალისეებმა ხერსონის რეგიონიდან, რომელიც რუსული ძალების მუდმივი დარტყმის ქვეშაა, 366 ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე გამოაქვეყნა. „ხერსონის რეგიონიდან 366 ბავშვი ევაკუირებულია პოლიციის ოფიცრებისა და მოხალისეების მიერ. ბავშვები ცხოვრობდნენ ბერისლავის რაიონში, ბილოზერკასა და დარიივკას თემებში და ხერსონის გარეუბნებში. ეს რაიონები ახლა რუსული არმიის არტილერიის მხრიდან ძლიერი დაბომბვის ქვეშ არიან, - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, სავალდებულო ევაკუაციის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში, დონეცკის ოლქიდან უსაფრთხო რეგიონებში 370 ბავშვი გადაიყვანეს.  

თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიდა შეტყობინება, რომ სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბია. როგორც ცნობილია, დღეს ანალოგიური სახის შეტყობინება არაერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სკოლებშიც შევიდა.  

„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია მიმდინარეობს

სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთშიც“ ევაკუაცია მიმდინარეობს და მიზეზი ისევ შეტყობინებაა. ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია.   „ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაო. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“.   დღის განმავლობაში შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში და ასევე, სკოლაში შევიდა.  

იაპონია ორი მილიონი ადამიანის ევაკუაციას გეგმავს

იაპონიაში გადაუღებელი წვიმის გამო, ორი მილიონი ადამიანი ევაკუაციისთვის ემზადება. იაპონური ტელეარხის NHK-ის თანახმად, იაპონიაში რამდენიმე პრეფექტურის ხელისუფლება ძლიერი წვიმის ფონზე მოსახლეობას წყალდიდობის, მეწყრისა და მდინარეების ადიდების საშიშროების შესახებ აფრთხილებს. იაპონიის დასავლეთით მდებარე იამაგუჩის პრეფექტურაში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა, ქალაქ მაინში, მდინარე აკაგავაზე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა. მეწყრის რისკი უკიდურესად მაღალია კუმამოტოს, ფუკუოკას, ოიტას, მიაზაკის, საგასა და იამაგუჩის პრეფექტურებში.  

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში, სადაც ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი, ევაკუაცია გამოცხადდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ არსებობს ეჭვი, გაკეთებული შეტყობინების შინაარსისიდან გამომდინარე. შენობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1-ში მდებარეობს. ამ შინაარსის შეტყობინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არაერთხელ შესულა, რომელიმე მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.    

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება 17:00 საათიდან, ამავე ფილიალის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდანაა შესაძლებელი. მომხმარებელს მომსახურების მიღება, ასევე, თბილისის ვარკეთილისა და თბილისის გლდანის იუსტიციის სახლებში შეუძლია. თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. იუსტიციის სახლის განცხადებით, პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, თანამშრომლები შენობისგან დაშორებულ, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. „სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე,“ნათქვამია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში. განახლება: თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24 საათი).  

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, სოფელ ჭაქვინჯში საჭირო გახდა ოჯახის ევაკუაცია

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მერიის ცნობით, წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინჯში მეწყრული პროცესები გამოიწვია. საჭირო გახდა ერთი ოჯახის ევაკუაცია. მეწყერმა საცხოვრებელ სახლამდე მიაღწია. „ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგრნლები. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია. საგენგებო რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სამსახურები,“ - აცხადებენ მერიაში.  

თავდასხმის საფრთხის გამო საფრანგეთის 6 აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. საუბარია სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცის, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებზე. აეროპორტებიდან რამდენიმემ ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ მიიღო, ზოგან კი, ეჭვი მიტოვებული ბარგის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია.  ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ISIS-თან დაკავშირებულმა პირმა ჩრდილოეთ ქალაქ არასში მასწავლებლის დანით დაჭრა. ამის შემდეგ, ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო, ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში ევაკუაცია გამოცხადდა.  

ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევაკუაცია მეექვსედ გამოცხადდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ვერსალის სასახლეში ევაკუაცია მეექვსედ გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. „უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლეში ვიზიტორების ევაკუაცია მიმდინარეობს, სასახლე გაიხსნება, როგორც კი შემოწმების პროცესი დასრულდება. მადლობას გიხდით გაგებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.  

ბელგოროდიდან 9000-მდე ბავშვის ევაკუაციას გეგმავენ

უკრაინის მხრიდან იერიშების გამო, რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან 9000-მდე ბავშვს სხვა რეგიონებში გადაიყვანენ. ამის შესახებ, როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს. გუბერნატორ გლადკოვის თქმით, 9000-მდე ბავშვს გაიყვანენ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის, შებეკინოს და გრაივორონის რაიონებიდან. გლადკოვის თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი. რუსეთი ზედიზედ მერვე დღეა აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება ბელგოროდის ოლქზე შეტევ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილით სარაკეტო შეტევა იყო გრაივორონის ოლქზე, სადაც სკოლის და საავადმყოფოს შენობები დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღის პირველ ნახევარში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ვამპირის“ 9 რეაქტიული ჭურვი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სხვა წყაროებით ეს ცნობები არ არის დადასტურებული. რუსეთის ხელისუფლებას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. მოხალისეთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ოპერაცია 2023 წელსაც ჩაატარეს.  

აფეთქების საფრთხის გამო, მოსკოვის საავადმყოფოდან 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - რუსეთი

აფეთქების საფრთხის გამო, პიროგოვის სახელობის ეროვნული სამედიცინო და ქირურგიული ცენტრის საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური ცენტრიდან პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“, ცენტრის დირექტორმა ოლეგ კარპოვმა განუცხადა. ტელეგრამ არხი Mash-ი წერდა, რომ მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაზარალებულები ამ ცენტრში მკურნალობენ, თუმცა როგორც კარპოვი ამტკიცებს, ისინიც სხვა შენობაში არიან განლაგებულნი. კრემლის მიერ კონტროლირებადი „ტასის“ ცნობით, 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მანამდე მიიღეს შეტყობინება, რომ რამდენიმე სართულზე, სავარაუდოდ, ინახებოდა ოთხი ზურგჩანთა, რომლებშიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 137 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია. ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოებში თითქმის ასი ადამიანი რჩება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.  

წყლის დონის მატების გამო, რუსეთის კურგანის რეგიონიდან 13 000-მდე ადამიანია ევაკუირებული

რუსეთის კურგანის რეგიონის იმ ადგილებიდან, რომლებსაც წყალდიდობა ემუქრება, 13 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქ კურგანთან ახლოს, მდინარე ტობოლი 646 სანტიმეტრს აღწევს - იუწყება რეგიონის ხელისუფლება 15 აპრილს და დასძენს, რომ წყლის დონე კვლავ მატულობს კეტოვსკის რაიონში. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, კურგანის რეგიონში უკვე დატბორილია 880 საცხოვრებელი სახლი. 8 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ კურგანში, სადაც 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სამინისტროს განცხადებით, დატბორვის საფრთხე ემუქრება 62 დასახლებას. რუსეთი უკვე გარკვეული პერიოდია ებრძვის მასშტაბურ წყალდიდობას სამხრეთის რამდენიმე რეგიონში, ყაზახეთის საზღვართან, სადაც უჩვეულოდ თბილი ამინდი იწვევს თოვლის მოულოდნელ დნობას, რაც, თავის მხრივ, ბიძგს აძლევს მდინარეების ადიდებას.