ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კონსტიტუცია დაარღვია.
წერილით, რომელსაც ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და მირიამ ლექსმანი აწერენ ხელს, საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რათა მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა შეისწავლოს.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად მათი განცხადებებისა, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ. მთავრობა და მმართველი პარტია თავიანთი ქვეყნის შანსების, წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, საბოტაჟს ახდენენ და მათი უნდობლობა უნდა გამოცხადდეს. იმპიჩმენტის ინიციატივა „ქართული ოცნების“ კარგად მომზადებული შეტევაა საქართველოს პრეზიდენტზე, მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო,“ - წერენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად განცხადებებისა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს მხარს არ უჭერენ.