მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა. ხსენებული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს კლინიკამ შეატყობინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.