შოლცი: როცა პუტინი სამოქალაქო მსხვერპლზე აფრთხილებს ყველას, ამაზე მეტად ცინიკური არაფერია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს ცინიკური უწოდა.


„აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება, იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია,“ - განაცხადა შოლცმა.