აშშ საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის, ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან აშშ-ის მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამერიკელ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე.


„იყავით ფხიზლად ტურისტულ ადგილებში; დარეგისტრირდით სმარტ მოგზაურთა ჩარიცხვის პროგრამაში (STEP), რომ მიიღოთ ინფორმაცია და შეტყობინებები, ასევე გამარტივდეს თქვენი მდებარეობის დადგენა საგანგებო სიტუაციებში; გამოიწერეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდი Facebook-სა და Twitter-ზე,“ - წერია აშშ-ის ინფორმაციაში.