პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედრო ხომალდმა იემენიდან გასროლილი სამი რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა ჩამოაგდო სამი რაკეტა და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუთის“ ძალების მიერ იყო გაშვებული.


გენერლის თქმით, აშშ-ის ჯარებიდან მსხვერპლი არ არის. მისი ინფორმაციით, არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავებულა. გენერლის თქმით, პენტაგონს ამ ეტაპზე დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, რას უმიზნებდნენ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი იემენიდან იყო გაშვებული და მიემართებოდნენ ჩრდილოეთით წითელი ზღვის გასწვრივ, „პოტენციურად ისრაელის სამიზნეებისკენ“.

„ეს ქმედება იყო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული არქიტექტურის დემონსტრირება, რომელიც ჩვენ ავაშენეთ ახლო აღმოსავლეთში და რომელიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორებისა და ინტერესების დასაცავად გამოვიყენოთ ამ მნიშვნელოვან რეგიონში,“ – განაცხადა პენტაგონს პრესმდივანმა, გენერალმა პეტ რაიდერმა.

„ჰუთის“ მეამბოხეების ისრაელს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ დაემუქრნენ. მათ ქალაქ სანაში, იემენისა და პალესტინის დროშებით ხელში, ანტიამერიკული და ანტისემიტურ ლოზუნგებით, დემონსტრაციები გამართეს.