უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს უკრაინისთვის ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს გრძელვადიანი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების საკითხიც განიხილეს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მადლობა გადავუხადე ჩვენი თავდაცვის შეთანხმებების ეფექტური განხორციელებისთვის. უკრაინელები ძალიან წახალისებულნი არიან ATACMS-ის მიწოდებით და ჩვენი მეომრები მათ კარგად იყენებენ ბრძოლის ველზე,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ზელენსკიმ უკრაინის მიერ ATACMS-ის რაკეტების გამოყენება 17 ოქტომბერს დაადასტურა.